ჩათინგი

Last update: 01 Jul 2019 19:04 UTC
Short link to this article: https://truckersmp.com/kb/308



ჩვენს სერვერებზე თამაშის დროს თქვენ ალბათ გდომებიათ თქვენს მეგობართან ან ზოგადად ნებისმიერ მოთამაშესთან კონტაქტის დამყარება და ამისათვის ჩვენ გთავაზობთ ორ მეთოდს, საწერ ჩათს და ხმოვან ჩათს, ე.წ. რაციას.

ორივე საკომუნიკაციო საშუალებას აქვს ლიმიტი, რომელიც შეადგენს დაახლოებით 500 მეტრს. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს ახლოს 500 მეტრის მანძილზე მყოფ მოთამაშეებს შეუძლიათ წაიკითხონ თქვენი დაწერილი ჩათში ან ნალაპარაკები რაციაში. როგორც კი ისინი გასცდებიან დაახლოებით 500 მეტრს, ინისი ვეღარ დაინახავენ თქვენს დაწერილს და ვერ გაიგებენ თქვენს ხმას რაციაში.

საწერი ჩათი

საწერ ჩათში დასაწერად საჭიროა დააჭიროთ "Y" ღილაკს, რის შედეგადაც გაიხსნება ჩათი, სადაც შეგიძლიათ დაწეროთ რაიმე ტექსტი და როდესაც დაამთავრებთ დააჭირეთ Enter-ს, რათა გაგზავნოთ თქვენი შეტყობინება ჩათში. ამის გასამარტივებლად თქვენ შეგიძლიათ მიწეროთ მხოლოდ ერთ მოთამაშეს /pm კომანდის და მოთამაშის ID-ის საშუალებით.

/pm 123 ეს არის პირადი მესიჯი მოთამაშესათვის, რომლის ID არის 123

პირად მიმოწერაში პასუხის გაცემისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ქვემოთ მოცემული კომანდი და პასუხი მიუვა იმას, ვინც ბოლო მოგწერათ პირადი მესიჯის საშუალებით.

/r ჩემი პირველი პასუხი ბოლო პირად მიმოწერაზე

საწერი ჩათი ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მოთამაშის ინფორმაციის მოსაძებნად, ეს არის გამოსადეგი მაშინ, როდესაც თქვენ გსურთ გაგზავნოთ რეპორტი მოთამაშეზე მოგვიანებით, ამის განხორციელება შეგიძლიათ შემდეგი ბრძანების გამოყენებით:

/pinfo 123

ხმოვანი ჩათი

თუ გსურთ თქვენი გამოცდილების ახალ დონეზე აყვანა, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ ხმოვანი ჩათი და ილაპარაკოთ ერთ-ერთ ხელმისაწვდომ არხზე. დარწმუნდით, რომ თქვენი მიკროფონის პარამეტრები სწორად არის დაყენებული და ასევე შეამოწმეთ TAB-ში მყოფი პარამეტრები. ხმოვან ჩათში სალაპარაკოდ საჭიროა დააჭიროთ "X" ღილაკს და გეჭიროთ სანამ არ დაასრულებთ საუბარს, შემდეგ შეგიძლიათ გაუშვათ