ვსკ სისტემა: უფლებები

Last update: 03 Oct 2019 18:31 UTC
Short link to this article: https://truckersmp.com/kb/363



მოგესალმებით სატვირთოს მძღოლებო!

უპირველეს ყოვლისა, რას ნიშნავს "ვსკ"? ვსკ ნიშნავს ვირტუალურ სატრანსპორტო კომპანიას და ის ისე მუშაობს, როგორც ნამდვილი კომპანიები რეალურ ცხოვრებაში.

ვსკ-ს და მისი "დაქირავებული" მძღოლების არსი არის წარმოსახვის გამოყენება და თქვენი გადაყვანა იქ, სადაც თქვენ სატვირთოების მძღოლების საზოგადოების ნაწილი ხართ. იქ თქვენ მეგობრულ გარემოს შეხვდებით და შესაძლოა იპოვოთ მეგობრები, ვისთანაც შეძლებთ საერთო მოგზაურობების დაგეგმვას. თუ მოგბეზრდათ მარტო სიარული და გსურთ ახალ მეგობრებთან ერთად სიარული, მაშინ არ მოგერიდოთ ერთ-ერთ ვსკ-ში შესვლა.

რა უფლებები არის წარმოდგენილი?

არსებობს მრავალი უფლება თითოეული როლისთვის, რომელიც შეგიძლიათ დაუმატოთ თქვენს ვსკ-ს. ეს უფლებები საშუალებას მისცემს თქვენს თანამშრომლებს და სხვა წევრებს თქვენი კომპანიის ფარგლებში დამატებითი წვდომის საშუალებას, რათა თქვენ ის უნიკალური გახადოთ. ამ უფლებების საშუალებით შესაძლოა სიახლეების გაზიარება ვსკ-ს გვერდზე და ახალი მომხმარებლების დამატება, გაგდება და შავ სიაში დამატება.

უფლებების მაგალითები:

სიახლეები (News)

თქვენი წევრებისათვის უფლება" სიახლეების" მიცემით, მათ შესაძლებლობა ექნებათ გამოაქვეყნონ, დაარედაქტირონ ან წაშალონ სიახლეები და განცხადებები.

რეკრუტირება (Recruitment)

წევრები, რომლებსაც "რეკტურიების" უფლება მიენიჭებათ შეეძლებათ ვსკ-ში სხვა წევრების მიღება.

მმართველობა (Management)

"მმართველობის" უფლების მქონე წევრებს შეეძლებათ კონკრეტული როლების მართვა, წევრების გაგდება, სხვა წევრების მართვა და თანაც როლების მართვა.

შავი სია (Blacklist)

"შავი სიის" უფლებით მინიჭებულ წევრებს შეეძლებათ სხვა წევრების ვსკ-ს შავ სიაში დამატება და აუკრძალონ მომხმარებელს კომპანიაში შემოსვლის ნებართვის გაგზავნა სანამ ისინი ამ სიაში არიან, რაც ამ უფლების ერთ-ერთი ფუნქციას წარმოადგენს.

გალერეა (მხოლოდ დამტკიცებული ვსკ-ები)

ამ უფლებით მონიჭებულ ხალხს შეუძლია ვსკ-ს გალერეაში სურათების ატვირთვა, დარედაქტირება ან მათი წაშლა. გალერეა ჩანს ყველასთვის მიუხედავად მათი როლისა. წაიკითხეთ მეტი ვსკ-ს გალერეაზე აქ.