This article is outdated!

This article has not been updated to its original version! For the most recent information, forward yourself to the original article: How to get validated or verified

როგორ მივიღოთ დამტკიცებული ან რატიფიცირებული სტატუსი.

Last update: 12 Nov 01:23 UTC
Short link to this article: https://truckersmp.com/kb/366



მოგესალმებით ვსკ-ს ლიდერებო,

ამ სტატიაში თქვენ გაიგებთ როგორ უნდა მიიღოთ დამტკიცებული ან რატიფიცირებული ვირტუალური სატრანსპორტო კომპანიის სტატუსი. მაგრამ რატო უნდა იყოს თქვენი ვსკ დამტკიცებული ან რატიფიცირებული? დამტკიცებული კომპანიები განთავსებული იქნება ჩვენი ვებ-გვერდის, კონკრეტულად კი ვსკ-ს განყოფილებაში, მაგრამ ამისათვის ამ კომპანიებს სჭირდებათ სპეციალური ბანერი. ასევე, დამტკიცებული კომპანია გამოჩნდება პირველი იმათთან, ვინც ეძებს ვსკ-ს. ორივე სტატუსის მქონე კომპანიებს მინიჭებული აქვს განსხვავებული ფერი მისი ძებნისას და გვერდის დათვალიერებისას.

როგორ ავიღო რატიფიკაცია?

რატიფიცირებისათვის თქვენი ვსკ უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • ვსკ-ში უნდა იყოს 10 წევრი.
  • ვსკ-ს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 5 პოსტი სიახლეებზე საიდანაც 1 არ უნდა იყოს 1 თვეზე ძველი.
  • ვსკ გვერდი უნდა გამოიყურებოდეს პროფესიონალურად და წარმოდგენილი უნდა იყოს სათანადო ინფორმაცია.(წესები,მოთხოვნილებები,ინფორმაცია,ლოგო და სლოგანი)
  • მუშა და პროფესიონალურად წარმოდგენილი ვებ-გვერდი სადაც წერია ინფორმაცია ვსკ-ზე და წარმოდგენილია Discord, Teamspeak ან Slack-ის ბმული. კომუნიკაციისთვის ნებისმიერი პროგრამის გამოყენება შეიძლება მაგრამ ვებ-გვერდზე ერთ-ერთი მაინც უნდა იყოს წარმოდგენილი.

როგორ მივიღო დამტკიცებული სტატუსი?

უპირველეს ყოვლისა, თქვენი ვსკ უნდა აკმაყოფილებდეს ძირითად მოთხოვნილებებს, კონკრეტულად კი:

  • თქვენ ვსკ-ში უნდა იყოს მინიმყმ 50 წევრი
  • თქვენმა კომპანიამ უნდა შეიტანოს პოზიტიური წვლილი საზოგადოებაში. ეს მოიცავს საჯარო ღონისძიებების ჩატარებას და სხვა.
  • თქვენი ვსკ უნდა იყოს აქტიური, უნდა ატარებდეს ღონისძიებებს პოსტავდეს სიახლეებს და სხვა.
  • თქვენ ვსკ-ს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მინიმუმ 20 პოსტი სიახლეებზე საიდანაც 3 არ უნდა იყოს 1 თვეზე ძველი. ეს პოსტები არ უნდა მოიცავდეს ერთსა და იმავე ინფორმაციას.
  • თქვენმა ვსკ-ამ უნდა ჩაატაროს თვეში მინიმუმ 1 კერძო და 1 საჯარო და ასევე ესტუმროს 2 საჯარო ღონისძიებას.
  • უნდა გქონდეთ პროფესიონალურად მოწყობილი გვერდი რომელიც მიყვება GDPR-ს სტანდარტებს და სხვა რეგულაციებს. მას უნდა გააჩნდეს მომსახუროების პირობები და GDPR-ს დოკუმენტაცია.
  • თქვენ ვსკ-ს უნდა ქონდეს პროფესიონალური ლოგო და შესაბამისი სლოგანი.
  • ვსკ მფლობელს უნდა ჰქონდეს Forum-ის და Discord-ის ანგარიში

თქვენს ვსკ-ს უნდა ჰქონდეს მუშა ვებ-გვერდი, რომელიც ქვემოთ მოცემულიდან ორს მაინც მოიცავს:

  • ძირითადი გვერდი, სადაც განთავსებულია ინფორმაცია ვსკ-ზე.
  • გვერდი ისეთი საკონტაქტო ინფორმაციის ლინკებით, როგორიცაა მოწვევა Discord სერვერზე, TeamSpeak-ზე ან Slack-ზე. თქვენ შეიძლება იყენებდეთ სხვა საკომუნიკაციო საშუალებას, თუმცა ზემოთ ნახსენებიდან ერთ-ერთი მაინც უნდა იყოს.
  • წესები, რომლებსაც უნდა იცავდნენ ვსკ-ს წევრები, გარდა TruckersMP-ის წესებისა.
  • სოციალური ქსელების ლინკები,

თქვენი ვსკ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნილებებს, მაგრამ ახლა რა უნდა ქნათ?

აუცილებელია დაგვიკავშირდეთ Feedback სისტემის საშუალებით VTC კატეგორიის გამოყენებით. მოთხოვნილების გასაგზავნად დააჭირეთ აქ. ახლა დააჭირეთ ლურჯ ღილაკს, რომელსაც აწერია "New Feedback". როგორც უკვე ვახსენეთ, აირჩიეთ კატეგორია VTC და შემდეგ გაგვიზიარეთ ინფორმაცია თქვენს ვირტუალურ სატრანსპორტო კომპანიაზე, ასევე უნდა გვითხრათ მიზეზი, თუ რატო უნდა იყოს თქვენი ვსკ დამტკიცებული და მოგვაწოდეთ მტკიცებულება რომ თქვენი ვსკ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. მტკიცებულება უნდა მოიცავდეს ფოტოსურათებს და მონაწილეების ჩამონათვალს საჯარო და კერძო ღონისძიებზე.

ჩვენი საზოგადოების მენეჯერები შეგატყობინებენ, იყო თუ არა მიღებული თქვენი მოთხოვნა ვსკ-ს დამტკიცებაზე.

პასუხისმგებლობაზე უარის თქმა!

დამტკიცებული ან რატიფიცრებული სტატუსი შეიძლება წართმეული იქნას ნებისმიერ დროს TruckersMP-ის ადმინისტრაციის მიერ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ვსკ აღარ აკმაყოფილებს ამ სტატუსის მოთხოვნილებებს ან ნეგატიურად მოქმედებს ჩვენს საზოგადოებაზე. ეს ასევე მოიცავს მოთხოვნილებებს რომელიც ვერ აკმაყოფილებენ კომპანიები განახლების შემდეგ.