Last update: 13 Mar 2021 09:37 UTC
Short link to this article: https://truckersmp.com/kb/391
TruckersMP-ის ინსტალაცია მარტივი და უფასო არის! ინსტალაციის დასრულებას მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება. მოცემული საინსტალაციო გიდი დაგეხმარებათ TruckersMP-ის დაწყებაში.
გადმოიწერეთ TruckersMP-ის საინსტალაციო ფაილი მოცემული ვებ-გვერდიდან https://truckersmp.com/download და ამოიღეთ იგი არქივიდან.
გაითვალისწინეთ: გადმოწერისათვის აუცილებელია შესული იყოთ თქვენს ანგარიშზე.
იპოვეთ არქივიდან ამოღებული ფაილი და გახსენით Install TruckersMP.exe
ლიცენზიური შეთანხმების მიღების შემდეგ, თქვენ მოგეთხოვებათ ადგილის არჩევა ლაუნჩერისათვის. აირჩიეთ სასურველი ადგილმდებარეობა და გააგრძელეთ.
შემდეგ ეტაპზე თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ საინსტალაციოს სასურველი ტიპი. თუ არ ხართ დარწმუნებული რომლის არჩევა გსურთ, დააჭირეთ "Full Installation"-ს. თუ თქვენ გაქვთ ორივე თამაში, ანუ Euro Truck Simulator 2 და American Truck Simulator, მონიშნეთ ორივე თამაში. თუ ფლობთ მხოლოდ ერთ თამაშს, აირჩიეთ მხოლოდ ის.
როდესაც თქვენ აირჩევთ რომელი თამაშებისთვის გინდათ TruckersMP-ის ინსტალაცია, თქვენ უნდა მიუთითოთ მაგ თამაშის ადგილმდებარეობა. თამაშის ადგილმდებარეობა შეიძლება განსხვავდებოდეს იმის და მიხედვით, თუ სად გიწერიათ Steam ან თვითონ თამაში. ძირითად შემთხვევაში, თამაშის ადგილმდებარეობა ასე გამოიყურება "C:\Program Files (x86)\Steam\steamapps\common\American Truck Simulator" ან "C:\Program Files (x86)\Steam\steamapps\common\Euro Truck Simulator 2".
In the next steps, go with the default path or specify a custom path for the launcher's shortcut in the Start Menu folder and select if you want a desktop icon. After this you can finish the installation.
შემდგომ ნაბიჯებში აირჩიეთ ლაუნჩერის გასახსნელი ფაილის ადგილმდებარეობა და გადაწყვიტეთ, გსურთ თუ არა ლაუნჩერის გასახსნელი ფაილი "Desktop"-ზეც დაემატოს. ამის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ დაასრულოთ ინსტალაცია.
ქვემოთ მოცემულია ლაუნჩერის დაყენებასთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული პრობლემები. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენი ტექნიკური პრობლემების განყოფილებას.