This article has not been updated to its original version! For the most recent information, forward yourself to the original article: Commands, Keybinds & Settings
Last update: 14 Mar 2021 12:30 UTC
Short link to this article: https://truckersmp.com/index.php/kb/211
/fix - გამოიყენება სატვირთოს შესაკეთებლად, როდესაც მიბმულია მისაბმელი./c(lear) - გამოიყენება ჩათის ისტორიის წასაშლელად./blockpm - გამოიყენება პირადი მიმოწერის გასათიშად ან ჩასართავად./cest-time - გამოიყენება სერვერის დროის საჩვენებლად (CEST)./pm [id] [მესიჯი] - გამოიყენება პირადი მესიჯის გასაგზავნად იმ მოთამაშესათვის, რომელსაც იმ მომენტში კონკრეტული ID აქვს სერვერზე./r(eply) - გამოიყენება ბოლო პირადი მესიჯისთვის პასუხის გასაცემად./p(layers) - გამოიყენება სერვერზე მოთამაშეების რაოდენობის საჩვენებლად./pinfo [id] - გამოიყენება კონკრეტულ მოთამაშეზე ინფორმაციის გასაგებად - გამოსადეგია ვებ-გვერდზე დარეპორტებისათვის./channel [id] - გამოიყენება რაციის არხის შესაცვლელად (0 = გათიშვა)./time - გამოიყენება სერვერის დროის საჩვენებლად (UTC)./s(earch) [სახელი] - გამოიყენება მოთამაშეების მოსაძებნად სახელის საშუალებით./server - გამოიყენება სერვერის ინფორმაციის საჩვენებლად./s(earch)t(ag) [თეგი] - გამოიყენება მოთამაშეების მოსაძებნად თეგის საშუალებით./h(elp) - გამოიყენება ყველა ხელმისაწვდომი კომანდის საჩვენებლად./t(oggle-)g(roup) - გამოიყენება თქვენი ჯგუფის და ფერის სამართავად (მხოლოდ პატრონებისთვის)./tfm-dj - გამოიყენება TruckersFM-ზე ამჟამინდელი წამყვანის/DJ-ს საჩვენებლად./tfm-request [მესიჯი] - გამოიყენება TruckersFM-ზე სიმღერის მოთხოვნის გასაგზავნად./tfm-shoutout [მესიჯი] - გამოიყენება TruckersFM-ზე "shoutout"-ის გასაგზავნად./tfm-traffic [მესიჯი] - გამოიყენება TruckersFM-ზე საგზაო მოძრაობის მოხსენების გასაგზავნად./tfm-currentsong - გამოიყენება TruckersFM-ზე ამჟამინდელი სიმღერის საჩვენებლად./tfm-lastsong - გამოიყენება TruckersFM-ზე ბოლო დაკრული სიმღერის საჩვენებლად.TruckersMP-ის პარამეტრების წვდომის მისაღებად გახსენით [TAB] და დააჭირეთ "კბილანას"
ღილაკს.
Season Effects - თოვლის ეფექტის მართვა.Discord rich presence - საშუალებას გაძლევთ Discord-ზე გამოაჩინოთ თქვენი თამაშის სტატუსი.Tag - თეგის და მისი ფერის დაყენება, რომელიც გამოჩნდება თქვენი სახელის გვერდით.Scale nametags - მომხმარებლების სახელების და ID-ის ზომა შეიცვლება თქვენსა და მათ შორის დისტანციის მიხედვით.Speed limiter - სიმულაციის სერვერებზე ზღუდავს თქვენს სიჩქარეს 90 კმ/სთ-ზე.Default CB Radio channel - ცვლის რაციის არხს, რომელიც გამოიყენება თამაშის ჩართვის შედეგად.Extended CB Radio sounds - რაციის შხრიალის ხმის მართვა მისი ჩართვის და გათიშვის მომენტში.ამასთან ერთად, Graphics-ის განყოფილებაში, "Additional Lights" მართავს სხვა მოთამაშეების განათების ეფექტს.
ძრავის ხმის ტიპები
თქვენ შეგიძლიათ სხვა მოთამაშეების ძრავების ჟღერადობის შეცვლა. ეს გაკეთდა მრავალფეროვნების უზრუნველსაყოფად; როდესაც ერთი ტიპის ხმა შეიძლება სხვაზე უკეთ და დეტალურად ჟღერდეს, ამან შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული ხმის პრობლემები და შეზღუდვები.
Game traffic - ეს არის სტანდარტული პარამეტრი, რომელსაც TruckersMP-ის ძირითადი მხარდაჭერა აქვს. უარყოფითი მხარე ის არის, რომ ყველა სატვირთოს (ან მანქანას) შეიძლება ერთნაირი ხმა ჰქონდეს. ამასთან ერთად, აკლია ძრავის ხმის ეფექტები, როგორებიცაა ტურბო, ძრავის მუხრუჭი და რეტარდერი.Custom engine sounds - ძრავის ხმები შეესაბამება სატვირთოს ძრავს და მოჰყვება ყველა ხმის ეფექტი. თუმცა, მათი სირთულეების გამო, ამას შეიძლება მოჰყვეს ხმის შეფერხებები. ამ ტიპის ძრავის ხმის მხარდაჭერა არ არის გარანტირებული.