Last update: 12 Nov 2020 01:31 UTC
Short link to this article: https://truckersmp.com/kb/368
მოგესალმებით სატვირთოს მძღოლებო!
გსურთ შექმნათ თქვენი ვსკ, მაგრამ არ იცით როგორ?
არ ინერვიულოთ, ჩვენ გასწავლით თქვენ ამას ძალიან სწრაფად და მარტივად. მიყევით ინსტრუქციას:
ვსკ-ს სისტემაში შესვლა
- ჩვენს ვებ-გვერდზე გადასვლის შემდეგ შეგიძლიათ იპოვოთ განყოფილება - ვსკ (VTC), გადადით ამ განყოფილებაში.

ვსკ-ს შექმნის გვერდი
- დააჭირეთ ღილაკს "ვსკ-ს შექმნა" (Create a VTC).

ტექნიკური ინფორმაცია
- პირველ ეტაპზე შეავსეთ ძირითადი ინფორმაცია ვსკ-ზე, როგორიცაა სახელი, სლოგანი, თეგი და ა.შ.

ვიზუალი
- ახლა დროა მივხედოთ ჩვენი ვსკ-ს ვიზუალს, ლოგოს და გარეკანის არჩევით.

ლოგოს დაყენება აუცილებელია, თუმცა გარეკანი თუ არ გაქვთ შეგიძლიათ დატოვოთ ის, რომელსაც ვებ-გვერდი გთავაზობთ.
ინფორმაცია, წესები და მოთხოვნილებები
- ეს ის ნაწილია, სადაც თქვენ უნდა დაწეროთ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მაგალითად: ვინ არის თქვენს კომპანიაში? რას აკეთებთ იმისათვის, რომ ყველაფერმა კარგად იმუშაოს? რა მოთხოვნილებებს უნდა აკმაყოფილებდეს მომხმარებელი თქვენს კომპანიაში მოსახვედრად? და ა.შ.

სოციალური ქსელები
- ეს განყოფილება ისეთი სოციალური ქსელებისთვისაა, როგორიცაა Discord, Twitter და Facebook!
მხარდამჭერი თამაშები
- რომელი თამაშების მხარდაჭერა აქვს თქვენს ვსკ-ს? აქ უნდა აირჩიოთ ის სიმულატორები, რომლებსაც თქვენ იყენებთ თქვენს ვსკ-ში!

შეტყობინებები და კონფიდენციალურობა
- ეს თქვენი პერსონალიზაციის ადგილია, აქ თქვენ შეგიძლიათ ჩართოთ შეტყობინებები ან დააკონფიგურიროთ თქვენი წევრების წარმოდგენა ყველასთვის. თქვენ შეგიძლიათ ეს დააყენოთ ისე, როგორც თქვენ მოგწონთ!

დამტკიცება და შექმნა
- ჩვენ თითქმის დავასრულეთ. თქვენ უნდა დაამტკიცოთ, რომ წაიკითხეთ წესები და მზად ხართ შექმნათ ვსკ.

გილოცავთ! ახლა თქვენ ფლობთ საკუთარ ვსკ-ს.
წარმატებები და არ დაგავიწყდეთ თვალყური ადევნოთ კომპანიაში შემოსვლის მოთხოვნილებებს!
პატივისცემით,
TruckersMP-ის გუნდი