This article is outdated!

This article has not been updated to its original version! For the most recent information, forward yourself to the original article: Rules on the Discord guild

TruckersMP Discord წესები


Last update: 14 Apr 2022 19:19 UTC
Short link to this article: https://truckersmp.com/kb/496



TruckersMP Discord

1. ძირითადი წესები

  • 1.01. წესები, რომლებიც ჩამოთვლილია https://truckersmp.com/rules გვერდზე მოქმედებს ამ Discord სერვერზეც.
  • 1.02. Discord-ის წესებს პრიორიტეტი აქვთ მსგავსების შემთხვევაში.
  • 1.03. საერთო ჩათში წერის უფლების მიღებისათვის საჭიროა გქონდეთ მოქმედი TruckersMP-ის ექაუნტი, რომლებიც მიბმულია თქვენს Discord პროფილთან. თუ თქვენ არ გაქვთ მიბმული თქვენი ექაუნტი Discord პროფილთან, მაშინ ურთიერთობა შეგიძლიათ მხოლოდ სტუმრების ჩათში.
  • 1.04. Discord-ის მომსახუროების პირობები და საზოგადოების სახელმძღვანელო მითითებები მკაცრად დაცულია.
  • 1.05. გამონაკლისები გაკეთება შეუძლია მხოლოდ Upper Staff-ს.

2. არხების გამოყენება

  • 2.01. ტექსტური და ხმოვანი ჩატები გამოიყენებული უნდა იყოს მხოლოდ მათი დასახელებული მიზნებისთვის.
  • 2.02. ინგლისური ერთადერთი ენაა, რომელიც გამოიყენება სხვა ენების საწერი ჩათების გარეთ.
  • 2.03. ბოტების კომანდებისთვის გამოიყენეთ მხოლოდ #bot-commands.
  • 2.04. სპოილერს ფუნქცია უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ საჭირო მომენტებში.
  • 2.05. საწერი ჩათი #discord-suggestions გათვალისწინებულია მხოლოდ Discord-თან დაკავშირებული შეთავაზებებისათვის, სხვა ნებისმიერი შეთავაზება უნდა გამოქვეყნდეს ფორუმზე. თუ თქვენ გინდათ შემოგვთავაზოთ ახალი ემოჯი, ატვირთეთ ხარისხიანი სურათი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება.

მკაცრად აკრძალულია:

  • 2.10. სპამი, ფლუდი (მესიჯები, ემოჯები, რექციები, სურათები და GIF-ები) არხების გადართვა, ეს ეხება ბოტებსაც. თუ მიაღწიეთ ლიმიტს ჩაითვლება რომ სპამავთ.
  • 2.11. იმ კომანდის გამოყენება, რომელიც გამოიყენა სხვა მოთამაშემ.
  • 2.12. უაზრო ტაგები.
  • 2.13. კომანდების @everyone და@here გამოყენება.
  • 2.14. არგუმენტები რომლებიც არეულობას იწვევენ, მათშორის პოლიტიკური დისკუსია.
  • 2.15. თქვენი ან სხვისი პერსონალური ინფორმაციის გაზიარება (მაგ. სახელი,მისამართი,e-mail,ტელეფონის ნომერი და სხვა.).
  • 2.16. ASCII ან რაიმე მსგავსი, გამონაკლისია /shrug და /tableflip კომანდები.
  • 2.17. საჩუქრების მოთხოვნა.

არხის სპეციფიკური წესები

  • 2.20. სურათები, ვიდეოები და სხვა წინადადებები სახიფათო მართვაზე აკრძალულია. ეს მოიცავს: ავტომობილის მართვისას მობილურის ხმარება, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა, არალეგალური/სახიფათო/უვარგისი მოდიფიკაციები. დაშვებულია ვიდეორეგისტრატორის კადრები თუ თქვენ არ შეგიქმნიათ საფრთხე.

3. მიკროფონი და ხმა

  • 3.01. მუსიკის ჩართვა დასშვებულია მხოლოდ მუსიკის ჩატში
  • 3.02. Spotify-ში მოწვევა უნდა მოხდეს მხოლოდ #music საწერ ჩათში.

მკაცრად აკრძალულია:

  • 3.10. მუსიკის ჩართვა მუსიკის ჩატის გარეთ, soundboard-ის და voice changer-ის გამოყენება.
  • 3.11. მუსიკა, რომელიც მუსიკალურ ბოტში იქნება დამატებული არ უნდა მოიცავდეს არაცენზურულ ლექსიკას ან იყოს ძალიან გრძელი (> 10 წუთი)

4. რეკლამა

  • 4.01. რეკლამა დაუშვებელია, შემდეგი გამონაკლისებით:
    • ვირტუალური სატრანსპორტო კომპანიები #vtc-advertisement ჩატში (კვირაში ერთხელ)
    • სტრიმები #stream-advertisement ჩატში (სტრიმის განმავლობაში ერთხელ)
    • რადიოს წამყვანი #radio-advertisement ჩატში (არანაირი წინასწარი ანონსი, მხოლოდ პირდაპირ ეთერში ყოფნისას)
    • ღონისძიებები #event-advertismement ჩატში (სამჯერ თითო ღონისძიებაზე, მაქსიმუმ ორჯერ კვირაში)
  • 4.02. ვსკ-ს სარეკლამო ჩატების ნებართვა მოითხოვეთ #vtc-leader-requests-ის ჩატში. გაითვალისწინეთ, ამისთვის უნდა აკმაყოფილებდეთ მოთხოვნებს:
    • ვსკ-უნდა იყოს რატიფიცირებული. რატიფიკაციაზე მეტის შესატყობად გადადით ბმულზე: https://truckersmp.com/kb/366

მკაცრად დაუშვებელია

  • **4.10.**სერვერების რეკლამირება, მოწვევის კოდებით ან ბმულებით.
  • 4.11. ნებისმიერი სერვისი (უფასო ან ფასიანი), მათშორის nickname-ების გამოყენებით რეკლამირება.
  • 4.12. რეკლამების ან მოწვევის პირადი შეტყობინებით გაგზავნა.

5. მომხმარებლების სახელები და ნიქნეიმები

  • 5.01. უნდა იტაგებოდეს და მოიცავდეს მხოლოდ ალფანუმერულ სიმბოლოებს.
  • 5.02. ნიქნეიმი შეიძლება შეიცავდეს თქვენ ვსკ ვებ-გვერდს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენ მოგეცათ ვსკ ლიდერის როლი.

მკცარად დაუშვებელია:

  • 5.10. Zalgo ტექსტი ან ტექსტის კოდირება რომელიც ზრდის ნიქნეიმის ზომას

6. მიუღებელი კონტენტი

  • 6.01. ნებისმიერი მიუღებელი კონტენტის გამოქვეყნება. ეს მოიცავს, მაგრამ არ ზღუდავს გაცვლას ან მავნეს, არასწორის ან პორნოგრაფიული შინაარსის მქონე ინფორმაციის გამოქვეყნებას და მსგავსი ლინკების, სურათების, ვიდეოების ან ხმების გამოქვეყნება. ეს ასევე მოიცავს სმაილიკებს, რომლებიც განასახიერებენ სქესობრივ კავშირს, ორგანოს ან რაიმე მსგავსს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ჩვეულებრივი სტიკერია თუ თქვენ სხვა მიზნებისთვის იყენებთ, ეს არ არის დაშვებული.
  • 6.02. ასევე აკრძალულია იმ ლინკების და ფაილების გამოქვეყნება, რომლებიც მოიცავენ ვირუსს, არასასარგებლო აპლიკაციას, არალეგალურ პროგრამას, ტორენტს და ა.შ., რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ კანონებს.
  • 6.03. IP-ტრეკერების გამოყენება ან სხვა მავნე ინსტრუმენტების გამოყენება აკრძალულია.
  • 6.04. ზემოთ ნახსენების გამოყენების შეთავაზება ასევე ეწინააღმდეგება წესებს.
  • 6.05. აკრძალულია მიმების გამოყენება, გარდა იმ მიმებისა, რომლებიც ეხება სატვირთოებს იმის გათვალისწინებით, რომ ისინი არ უწევენ პროვოკაციას რელიგიას, პოლიტიკურ დებატებს ან ხალხს. ისინი დაცული უნდა იყვნენ მუშაობისათვის. მსგავსი მიმები დაშვებულია მხოლოდ #pictures ან #car-talk ჩათში. განმეორებითი გამოქვეყნება სხვა ჩათებში გამოიწვევს გაფრთხილებას.

7. ModMail

  • 7.01. ეს წესები ეხება ყველა მესიჯს, რომელიც გაიგზავნება ModMail ბოტის საშუალებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს პირადი მესიჯია.
  • 7.02. ჩვენ უფლებას ვიტოვებთ ნებისმიერ დროს გაგითიშოთ უფლება მიწეროთ ModMail-ის ბოტს, თუ ჩვენ ჩავთვლით ამას საჭიროდ.

8. მიმართვები, ბანები და ღონისძიებები თამაშში

  • 8.01. თხოვნა იქნება არ მიმართოთ თანამშრომლებს და არ ისაუბროთ ბანებზე, გასაჩივრებაზე ან მიმართვებზე ამ Discord სერვერზე, რადგან ისინი განიხილება ჩვენს ვებ-გვერდზე რიგის მიხედვით. ეს ეხება Discord-ზე მიღებულ გაფრთხილებებსაც.
  • 8.02. არ სთხოვოთ თამაშის მოდერატორებს ჩვენს Discord სერვერზე დახმარება თამაშში, გამოიყენეთ თამაშში შიდა რეპორტების სისტემა.

9. Discord-ის სასჯელის სისტემა:

  • 9.01. სასჯელები შემდეგნაირად მუშაობს:
    • სიტყვიერი გაფრთხილება
    • 3 დაფიქსირებული გაფრთხილება
    • 7 დღიანი mute
    • 7 დღიანი ბანი
    • სამუდამო ბანი
  • 9.02. სასჯელები ფიქსირდება თქვენი ანგარიშის წინააღმდეგ, თუ თქვენ შეცვლით Discord-ის ანგარიშს, თქვენი სასჯელები ისევ იმოქმედებენ. სასჯელებს ვადა არ გასდით.
  • 9.03. საჭიროების შემთხვევაში სასჯელის სისტემაში გამონაკლისები დაიშვება.
  • 9.04. თქვენ შეგიძლიათ გაასაჩივროთ ნებისმიერი სასჯელი feedback-ის სისტემით. აირჩიეთ “Community Moderation Management” კატეგორია გამოხმაურების წერისას.