This article is outdated!

This article has not been updated to its original version! For the most recent information, forward yourself to the original article: How to install the Spring Mod

როგორ დავაყენოთ გაზაფხულის მოდი


Last update: 30 Mar 2024 20:48 UTC
Short link to this article: https://truckersmp.com/kb/866



მოცემული სტატია დაგეხმარებათ 2021 წლის გაზაფხულის მოდის დაყენებაში.

უპირველეს ყოვლისა, თქვენ უნდა გადმოიწეროთ მოდ(ებ)ი.

გაითვალისწინეთ: მოცემული მოდიფიკაციის გადმოწერა შეიძლება ორი გზით ATS-სთვის და ETS2-სთვისაც. თქვენ შეგიძლიათ უფასოდ გადმოიწეროთ ძირითადი მოდი რეკლამასთან ერთად ან გადმოიწეროთ მოდი ყველა დანამატებთან ერთად რეკლამის გარეშე 1$-ად. ორივე ბმულის პოვნა შეგიძლიათ ქვემოთ.

TruckersMP არ არის ქვემოთ მოცემული მოდიფიკაციების შემქმნელი ან გამავრცელებელი. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებლები ფაილებზე, გვერდს კი ფლობს მოდის შემქმნელი. მოდების გადმოსაწერი ბმულის პოვნა შეგიძლიათ აქ: მოდის ETS2 ვერსია და მოდის ATS ვერსია.


ETS2

Base - https://sharemods.com/nm9w388mdu9m/spring_v4_1.scs.html

ყველა ფაილი (ღირს 1$) - https://www.fatfreecartpro.com/i/10jiy?card

თუ გნებავთ ფაილების შიგთავსის გადამოწმება, შეადარეთ ქვემოთ მოცემული თქვენსას.

spring_v4_1.scs
MD5: EBDCE85EEE009E1A96D4F7AE37B50C83
SHA1: 4BA0456C1430FDD793DB1DA4183695D04ECF772C

გაითვალისწინეთ: ფაილების შიგთავსის გადასამოწმებლად Windows-ზე შეგიძლიათ გამოიყენოთ HashTab.


ATS

Base - https://sharemods.com/e9pxldz9c32i/spring_ats_v2.scs.html

ყველა ფაილი (ღირს 1$) - https://www.fatfreecartpro.com/i/10iat?card

თუ გნებავთ ფაილების შიგთავსის გადამოწმება, შეადარეთ ქვემოთ მოცემული თქვენსას.

spring_ats_v2.scs
MD5: 08220A592FA563685260A3B34DAD33B3
SHA1: 37DF5911E1EB45E8B2C5260376596EE720469D28

გაითვალისწინეთ: ფაილების შიგთავსის გადასამოწმებლად Windows-ზე შეგიძლიათ გამოიყენოთ HashTab.


ახლა კი უნდა გადახვიდეთ ETS2MP-ს ფოლდერში (ძირითად შემთხვევაში ამ ფოლდერის პოვნა დოკუმენტებში შეგიძლიათ) და შექმნათ ფოლდერი სახელად "mod". თქვენი ETS2MP-ს ფოლდერი ასე უნდა გამოიყურებოდეს:

ETS2MP folder

იგივე პრინციპით უნდა შექმნათ ახალი ფოლდერი ATSMP-ს ფოლდერში. თქვენი ATSMP-ს ფოლდერი ასე უნდა გამოიყურებოდეს:

ATSMP folder


ამის შემდეგ, თქვენ უნდა გადაიტანოთ გადმოწერილი მოდ(ებ)ი წუხელ შექმნილ მოდის ფოლდერში. არ შეცვალოთ ფაილების დასახელება ან რაიმე მსგავსი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ შემოუერთდებით ჩვენს სერვერებს თამაშში. თქვენი ETS2MP-ის მოდის ფოლდერი ასე უნდა გამოიყურებოდეს, იმის და მიხედვით, თუ რომელი მოდები გიწერიათ.

Mod Folder

და თქვენი ATSMP-ის მოდის ფოლდერი ასე უნდა გამოიყურებოდეს, იმის და მიხედვით, თუ რომელი მოდები გიწერიათ.

Mod Folder

აწი უკვე შეგიძლიათ ჩართოთ მულტიფლეიერი და შეუერთდეთ ჩვენს სერვერებს გაზაფხულის მოდთან ერთად.

გაითვალისწინეთ: არ შეცვალოთ ფაილების დასახელება ან შიგთავსი. მხოლოდ არამოდიფიცირებული ფაილებით შეგიძლიათ შეუერთდეთ სერვერებს. ასევე, გამოიყენეთ მხოლოდ ოფიციალური გადმოსაწერი ბმულები, რომლებიც მოწოდებულია მოდის ავტორის მიერ და არა სხვა პირებისგან.


დიაგნოსტიკა:

“Error-ი სერვერზე შესვლისას”

  • შესაძლებელია ფაილები დაზიანებული არის და შესაბამისად, საჭიროა მათი ახლიდან გადმოწერა. მოდის ფოლდერში გადატანამდე დარწმუნდით, რომ ფაილები ბოლომდე გადმოიწერა.
  • დარწმუნდით, რომ არ შეგიცვლიათ ერთ-ერთი მოდის ფაილის სახელი.

“რატომ არ მუშაობს Darker Nights"

ამჯერად, გადავწყვიტეთ არ დაგვემატებინა Darker Nights დანამატების მხარდაჭერა, რადგან ის ახანგრძლივებს ღამეს, რაც არ შეესაბამება გაზაფხულს.

“გაზაფხულის ეფექტები არ მუშაობს” “არ ჩანს მოდების ჩამონათვალში”

  • დარწმუნდით, რომ სწორ ფოლდერში გადაიტანეთ მოდები. Euro Truck Simulator 2-ის და American Truck Simulator-ის ფოლდერების მაგივრად, თქვენ უნდა ჩაგეგდოთ მოდ(ებ)ი ETS2MP-ის და ATSMP-ის ფოლდერში. ისევე როგორც ProMods-ის შემთხვევაშია, გაზაფხულის მოდი არ გამოჩნდება მოდის მენეჯერში მულტიფლეიერის ჩართვის შემდეგ რაც ნორმალურია. თუ თქვენ სწორ ფოლდერებში ჩააგდეთ მოდები, ლაუნჩერი მათ ავტომატურად აღიქვამს.