This article is outdated!

This article has not been updated to its original version! For the most recent information, forward yourself to the original article: Commands, Keybinds & Settings

კომანდები, ღილაკები და პარამეტრები


Last update: 14 Mar 2021 12:30 UTC
Short link to this article: https://truckersmp.com/kb/211



კომანდები

  • /fix - გამოიყენება სატვირთოს შესაკეთებლად, როდესაც მიბმულია მისაბმელი.
  • /c(lear) - გამოიყენება ჩათის ისტორიის წასაშლელად.
  • /blockpm - გამოიყენება პირადი მიმოწერის გასათიშად ან ჩასართავად.
  • /cest-time - გამოიყენება სერვერის დროის საჩვენებლად (CEST).
  • /pm [id] [მესიჯი] - გამოიყენება პირადი მესიჯის გასაგზავნად იმ მოთამაშესათვის, რომელსაც იმ მომენტში კონკრეტული ID აქვს სერვერზე.
  • /r(eply) - გამოიყენება ბოლო პირადი მესიჯისთვის პასუხის გასაცემად.
  • /p(layers) - გამოიყენება სერვერზე მოთამაშეების რაოდენობის საჩვენებლად.
  • /pinfo [id] - გამოიყენება კონკრეტულ მოთამაშეზე ინფორმაციის გასაგებად - გამოსადეგია ვებ-გვერდზე დარეპორტებისათვის.
  • /channel [id] - გამოიყენება რაციის არხის შესაცვლელად (0 = გათიშვა).
  • /time - გამოიყენება სერვერის დროის საჩვენებლად (UTC).
  • /s(earch) [სახელი] - გამოიყენება მოთამაშეების მოსაძებნად სახელის საშუალებით.
  • /server - გამოიყენება სერვერის ინფორმაციის საჩვენებლად.
  • /s(earch)t(ag) [თეგი] - გამოიყენება მოთამაშეების მოსაძებნად თეგის საშუალებით.
  • /h(elp) - გამოიყენება ყველა ხელმისაწვდომი კომანდის საჩვენებლად.
  • /t(oggle-)g(roup) - გამოიყენება თქვენი ჯგუფის და ფერის სამართავად (მხოლოდ პატრონებისთვის).
  • /tfm-dj - გამოიყენება TruckersFM-ზე ამჟამინდელი წამყვანის/DJ-ს საჩვენებლად.
  • /tfm-request [მესიჯი] - გამოიყენება TruckersFM-ზე სიმღერის მოთხოვნის გასაგზავნად.
  • /tfm-shoutout [მესიჯი] - გამოიყენება TruckersFM-ზე "shoutout"-ის გასაგზავნად.
  • /tfm-traffic [მესიჯი] - გამოიყენება TruckersFM-ზე საგზაო მოძრაობის მოხსენების გასაგზავნად.
  • /tfm-currentsong - გამოიყენება TruckersFM-ზე ამჟამინდელი სიმღერის საჩვენებლად.
  • /tfm-lastsong - გამოიყენება TruckersFM-ზე ბოლო დაკრული სიმღერის საჩვენებლად.

ღილაკები

  • [,] - გამოიყინება რაციის არხის დაწევისთვის.
  • [.] - გამოიყენება რაციის არხის აწევისთვის.
  • [Y] - გამოიყენება ჩათის გასახსნელად, დააჭირეთ [ENTER]-ს მესიჯის გასაგზავნად.
  • [X] - გამოიყენება რაციაში სალაპარაკოდ. ლაპარაკის დამთავრებისთანავე გაუშვით ღილაკს.
  • [TAB] - გამოიყენება ახლო მყოფი და გასული მოთამაშეების ისტორიის საჩველებნად, რეპორტების გასაგზავნად და პარამეტრების სამართავად.
  • [F9] - გამოიყენება საწერი ჩათის გასათიშად.
  • [F11] - გამოიყენება სახელების და [TAB] მენიუს გასათიშად.

ძირითადი პარამეტრები

TruckersMP-ის პარამეტრების წვდომის მისაღებად გახსენით [TAB] და დააჭირეთ "კბილანას" ღილაკს.

  • Season Effects - თოვლის ეფექტის მართვა.
  • Discord rich presence - საშუალებას გაძლევთ Discord-ზე გამოაჩინოთ თქვენი თამაშის სტატუსი.
  • Tag - თეგის და მისი ფერის დაყენება, რომელიც გამოჩნდება თქვენი სახელის გვერდით.
  • Scale nametags - მომხმარებლების სახელების და ID-ის ზომა შეიცვლება თქვენსა და მათ შორის დისტანციის მიხედვით.
  • Speed limiter - სიმულაციის სერვერებზე ზღუდავს თქვენს სიჩქარეს 90 კმ/სთ-ზე.
  • Default CB Radio channel - ცვლის რაციის არხს, რომელიც გამოიყენება თამაშის ჩართვის შედეგად.
  • Extended CB Radio sounds - რაციის შხრიალის ხმის მართვა მისი ჩართვის და გათიშვის მომენტში.

ამასთან ერთად, Graphics-ის განყოფილებაში, "Additional Lights" მართავს სხვა მოთამაშეების განათების ეფექტს.

ძრავის ხმის ტიპები
თქვენ შეგიძლიათ სხვა მოთამაშეების ძრავების ჟღერადობის შეცვლა. ეს გაკეთდა მრავალფეროვნების უზრუნველსაყოფად; როდესაც ერთი ტიპის ხმა შეიძლება სხვაზე უკეთ და დეტალურად ჟღერდეს, ამან შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული ხმის პრობლემები და შეზღუდვები.

  • Game traffic - ეს არის სტანდარტული პარამეტრი, რომელსაც TruckersMP-ის ძირითადი მხარდაჭერა აქვს. უარყოფითი მხარე ის არის, რომ ყველა სატვირთოს (ან მანქანას) შეიძლება ერთნაირი ხმა ჰქონდეს. ამასთან ერთად, აკლია ძრავის ხმის ეფექტები, როგორებიცაა ტურბო, ძრავის მუხრუჭი და რეტარდერი.
  • Custom engine sounds - ძრავის ხმები შეესაბამება სატვირთოს ძრავს და მოჰყვება ყველა ხმის ეფექტი. თუმცა, მათი სირთულეების გამო, ამას შეიძლება მოჰყვეს ხმის შეფერხებები. ამ ტიპის ძრავის ხმის მხარდაჭერა არ არის გარანტირებული.