Last update: 29 Dec 2021 13:20 UTC
Short link to this article: https://truckersmp.com/kb/1260
მოცემული დაწვრილებითი ინსტრუქცია გასწავლით იმას, თუ როგორ უნდა დააყენოთ ProMods კანადის მოდი American Truck Simulator-ისთვის ჩვენს სერვერებზე ProMods კანადის გამოსაყენებლად.
აუცილებელია: თქვენ უნდა ფლობდეთ აქ ჩამოთვლილ ყველა DLC-ს, რათა ითამაშოთ ProMods კანადა! ასევე, World of Trucks-ის სამუშაოები შეიძლება არ მუშაობდნენ გამართულად ProMods-ზე. ჩვენ ამას ვერ გამოვასწორებთ.
თუ თქვენ აქამდე გითამაშიათ ProMods კანადა სინგლფლეიერში, გესაჭიროებათ დარწმუნდეთ მხოლოდ იმაში, რომ ბოლო ვერსია გიყენიათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ProMods-ის სერვერზე შესვლილას მიიღებთ შეცდომის შეტყობინებას, რომლის მიხედვითაც მოდიფიკაციის ფაილები ვერ მოიძებნა.
გადადით მოცემულ ბმულზე https://www.promods.net და შექმენით ანგარიში, ან შედით თქვენს ანგარიშში თუ შექმნილი გაქვთ უკვე.
გადადით https://www.promods.net/setup.php?game=ats ბმულზე. ვებ-გვერდი მოგთხოვთ ენის არჩევას და "def" ფაილის შექმნას. მოცემული ფაილის ყველა პარამეტრი არ გამოიყენება მულტიფლეიერში.
აირჩიეთ სასურველი ვარიანტი იმისა, თუ როგორ გინდათ გადმოიწეროთ ProMods კანადა. ფასიანი (სწრაფი) ვარიანტი საშუალებას მოგცემთ მოდების ფაილები ერთად გადმოწეროთ მეტად სწრაფად, ვიდრე ამას უფასო (ნელი) ვარიანტი გთავაზობთ. თუ თქვენ აირჩევთ ნელ ვარიანტს, მოგიწევთ ყოველი ფაილი ცალკე გადმოიწეროთ.
აუცილებლად ამოაარქივეთ გადმოწერილი ფაილები. ფაილების ამოარქივების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ აქ.
როგორც კი გადმოიწერთ ProMods-ის ფაილებს, გადადით მოდის ფოლდერში, რომელიც American Truck Simulator-ის ფოლდერში იმყოფება და გადაიტანეთ შიგ გადმოწერილი მოდის ფაილები. თამაშის მონაცემების ფაილი ხშირ შემთხვევაში დოკუმენტების ფოლდერშია თუ თქვენ არ მიუთითეთ სხვა მისამართი.
არავითარ შემთხვევაში არ გადაიტანოთ მოდის ფაილები TruckersMP-ს მოდის ფოლდერში. თქვენ უნდა შექმნათ მოდის ფოლდერი American Truck Simulator-ის ფოლდერში.
არ შეცვალოთ ProMods-ის ნებისმიერი ფაილის სახელი, წინააღმდეგ შემთხვევაში TruckersMP-ის ლაუნჩერი ვერ აღიქვამს ფაილებს.
გაითვალისწინეთ, რომ TruckersMP-ის საკუთარი მოდების მენეჯერი ჰყავს და ამიტომაც თამაშში მოდების მენეჯერში მოდები არ გამოჩნდებიან.
ჩართეთ TruckersMP-ის ლაუნჩერი, აირჩიეთ American Truck Simulator და შეუერთდით სერვერს ProMods-ის ლოგოთი. გაითვალისწინეთ, რომ ჩატვირთვას შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს. American Truck Simulator გაჩვენებთ შეცდომას "Missing modifications detected". დააჭირეთ “Load Anyway” ღილაკს და ProMods ჩაირთვება.
თუ თქვენ აირჩევთ ProMods-ის სერვერს, მაგრამ მიიღებთ შეცდომას, თქვენ მოგიწევთ წაიკითხოთ შეცდომის მიზეზი და გამოასწოროთ იგი. თუ თქვენ ვერ აგვარებთ მაგ პრობლემას, შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს მხარდაჭერის გუნდს მოცემულ ბმულზე https://truckersmp.com/support/ticket/create
თხოვნა იქნება გაითვალისწინოთ, რომ ProMods-ის ფაილების გაზიარება მკაცრად აკრძალულია! ეს პროგრამული უზრუნველყოფის პირატობაა და სისხლის სამართლის დანაშაული. ასევე, ეს ჩვენი TruckersMP-ის წესების წინააღმდეგ არის.