რა არის ვსკ?


Last update: 12 Nov 2020 01:35 UTC
Short link to this article: https://truckersmp.com/kb/367



ვსკ სისტემა: რა არის ვსკ?

რა არის ვსკ?

ტერმინი "ვსკ" არის აბრევიატურა, რომლის ვრცელი ფორმა არის "ვირტუალური სატრანსპორტო კომპანია". მაგრამ უფრო კონკრეტულად, რას ნიშნავს ეს ტერმინი? ეს ის თემაა, რომელიც უნდა განვიხილოთ ამ სტატიაში!


ვსკ-ს მიმოხილვა

ვსკ - საზოგადოების მიერ შექმნილი როლური კონცეპცია ვირტუალური ტვიტთგადაზიდვის სიმულაციის გაუმჯობესებისათვის. ისინი არსებობენ TruckersMP-ის შექმნიდანვე და ალბათ მაქამდეც. ამ დროისათვის არსებობს ასობით ვსკ, თუმცა მაშინ ეს კონცეპცია სიახლე იყო და შესაბამისად ბევრი ვსკ არ იყო გახსნილი.


როგორ მუშაობს ვსკ

ყოველი ვსკ არის უნიკალური იმაში, თუ როგორ ფუნქციონირებს ის. უმეტესობა ვსკ-ს აქვს საიტი, სადაც ხალხს შეუძლია შეიტყოს მეტი ვსკ-ს შესახებ და იხილონ მოთხოვნები კომპანიაში შესვლისთვის.

ყველაფერი დამოკიდებულია კომპანიის მართველობაზე და იმაზე, თუ რა განხრით უნდათ განავითარონ და წარუდგინონ საზუგადოებას თავისი ვირტუალური კომპანია. ყველაზე ხშირად ვსკ-ს აქვს მისი ტაგი და ფირმული ფერი, რომელიც მარტივად არის ამოცნობადი, მაგალითად: ვებ-გვერდი იქნება ეს თუ ლოგო, ისინი ითვალისწინებენ ბრენდინგის ფერების სქემას.


სად და როგორ გავწევრიანდე?

ვსკ-ში გაწევრიანების მეთოდი დამოკიდებულია თქვენზე, შეგიძლიათ გაწევრიანდეთ მათი ვებ-გვერდის საშუალებით ან გამოიყენოთ TruckersMP-ის ვსკ-ს სისტემა.

~The TruckersMP Team