This article is outdated!

This article has not been updated to its original version! For the most recent information, forward yourself to the original article: Joining the Official Discord server

გაწევრიანება ოფიციალურ Discord სერვერზე


Last update: 14 Apr 2022 19:11 UTC
Short link to this article: https://truckersmp.com/kb/263



TruckersMP-ის ოფიციალურ Discord სერვერზე გაწევრიანებისათვის საჭიროა გადახვიდეთ თქვენი პროფილის პარამეტრებში და ჩამოსქროლოთ ქვევით. დააჭირეთ ღილაკს "Add Discord". გაიხსნება ახალი ფანჯარა, რომელიც მოგთხოვთ გაწევრიანებას თქვენს Discord ანგარიშზე. შემდეგ, თქვენ მოგეთხოვებათ ავტორიზაციის უფლება მისცეთ Discord-ს თქვენი TruckersMP-ის ანგარიშთან და შემდგომ უკვე შეგიძლიათ შემოუერთდეთ სერვერს.

Discord-ისა და TruckersMP-ის დაკავშირება:

  1. გადადით თქვენი პროფილის პარამეტრებში, ე.წ. settings-ში და ჩამოსქროლეთ სანამ არ ნახავთ ღილაკს "Add Discord", შემდეგ დააჭირეთ მას;
    settings

  1. შედით თქვენს Discord ანგარიშში პირადი მონაცემების გამოყენებით ან დაასკანირეთ QR კოდი მობილური ტელეფონის საშუალებით, სადაც უკვე შესული ხართ ანგარიშში. თუ თქვენ არ გაქვთ Discord-ის ანგარიში, მოგიწევთ გაიაროთ რეგისტრაცია;
    login

  1. უფლება მიეცით TruckcersMP-ის კავშირი დაამყაროს Discord-თან;
    authorise

  1. როგორც კი გადახვალთ თქვენი პროფილის პარამეტრებში, ჩამოსქროლეთ და დააჭირეთ Discord-ის სურათს, რათა შემოუერთდეთ სერვერს. ასევე, თქვენ საშუალება გაქვთ ამ გვერდზევე მართოთ რამდენიმე პარამეტრი.
    invite

როგორც კი შემოხვალთ სერვერზე, ამოვარდება ფანჯარა, რომელიც მოგილოცავთ სერვერზე გაწევრიანებას და შეგატყობინებთ რამდენიმე სასარგებლო ჩათის შესახებ, რომელთა წაკითხვას აუცილებლად გირჩევთ. Discord სერვერის წესების წაკითხვა აუცილებელია! თუ თქვენ სწორად დააკავშირეთ თქვენი Discord ანგარიში, მიიღებთ როლს სახელად User, რომელიც წვდომას მოგცემთ ყველა საზოგადო ჩათში:
welcome


როდესაც შეუერთდებით სერვერს როგორც მომხმარებელი, საშუალება გექნებათ აიღოთ რამდენიმე როლი, რათა გააუმჯობესოთ თქვენი გამოცდილება.

  • თქვენ შეგიძლიათ აიღოთ Subscriber და Stream Subscriber როლები ჩათში #welcome. ამისათვის საჭიროა რეაქცია მისცეთ TruckersMP-ის ლოგოს და "upvote"-ს.
    • Subscriber შეგატყობინებთ როცა ჩვენ გავაზიარებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, პროექტის განახლებებს ან სიახლეებს #announcements-ის ჩათში.
    • Stream Subscriber შეგატყობინებთ #stream-announcements-ის ჩათში, როცა TruckersMP-ის ოფიციალურ Twitch არხზე გაიმართება პირდაპირი ეთერები.
  • თქვენ შეგიძლიათ აიღოთ სხვა როლები, როგორებიცაა ენების როლები #roles ჩათში. ამისათვის საჭიროა დააჭიროთ ნებისმიერი როლის რეაქციაზე. ეს საშუალებას მოგცემთ უფრო მეტ ჩათზე მიიღოთ წვდომა. მაგალითად, თუ თქვენ დააჭერთ 🇹🇷 რეაქციას, მიიღებთ წვდომას თურქულ ჩათზე და ტელეფონის რეაქციით კი ტექნიკურ ჩათზე.
  • თქვენ შეგიძლიათ აიღოთ Patron როლი თქვენი Discord და Patreon ანგარიშების დაკავშირებით, სადაც მხარს უჭერთ TruckersMP-ის Patreon კამპანიას.
  • თქვენ შეგიძლიათ აიღოთ VTC Leader როლი თუ თქვენ მართავთ ვერიფიცირებულ ან რატიფიცირებულ კომპანიას. მეტი ინფორმაციისათვის აქ დააჭირეთ.

გაწევრიანება როგორც სტუმარი

თქვენ ასევე შეგიძლიათ გაწევრიანდეთ TruckersMP-ის Discord სერვერზე TruckersMP-ის ანგარიშის გარეშე, ამისათვის დააჭირეთ აქ მოცემულ მოსაწვევ ბმულს და ასე მარტივად შეგიძლიათ შემოუერთდეთ ჩვენს სერვერს. თუ თქვენი TruckersMP-ის ანგარიში არ არის დაკავშირებული Discord-თან, თქვენ მიიღებთ Guest-ის როლს, რომელიც წვდომას მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ჩათთან მოგცემთ. თუ გსურთ თქვენი ანგარიშების დაკავშირება, გადადით #connect-truckersmp ჩათში და მიყევით ინსტრუქციას, ან ასქროლეთ ამ სტატიის დასაწყისში.

თუ თქვენ გამოცდით რაიმე სახის ტექნიკურ სირთულეს ან გჭირდებათ დახმარება, არ მოგერიდოთ მიმართოთ უშუალოდ TruckersMP-ის მხარდაჭერის გუნდს, ან გაგზავნოთ პირადი მესიჯი ჩვენი Discord სერვერის ModMail ბოტის გამოყენებით.