ვსკ სისტემა: წესები

Last update: 08 Mar 16:28 UTC
Short link to this article: https://truckersmp.com/kb/380



ქვემოთ მოცემულია წესები, რომლებსაც უნდა იცავდეთ მუშაობისას, როგორც ვსკ-ს წევრი, რომელიც დარეგისტრირებულია ჩვენს ვებ-გვერდზე.

შინაარსი

§1 - წესები, რომლებსაც უნდა იცავდეს ვსკ-ს ყოველი წევრი

§2 - ვსკ-ს ღონისძიებების წესები

§3 - ვსკ-ს გვერდი

§1 - წესები, რომლებსაც უნდა იცავდეს ვსკ-ს ყოველი წევრი

§1.1 - TruckersMP-ის ოფიციალური წესების დაცვა როგორც ვსკ-ს წევრი, თქვენ უნდა იცავდეთ TruckersMP-ს ყველა წესს, მათ შორის:

  • ზოგადი წესები
  • თამაშის წესები
  • შენახვების რედაქტირების წესები

TruckersMP-ის წესების მოძებნა შეგიძლიათ აქ.

§1.2 - ვსკ-ს წევრებმა პატივი უნდა სცენ სხვა მოთამაშეებს

მიუხედავად იმისა, თუ რომელ ვსკ-ში არის მოთამაშე მან აუცილებლად უნდა სცეს პატივი და არ მაყენოს სხვას სიტყვიერი შეურაცხყოფა, იმ შემთხვევაშიც თუ თქვენ მოგაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია რეპორტების სისტემის გამოყენება.

§1.3 - ზედმიწევნით უნდა დაემორჩილოთ საგზაო წესებს თქვენ არ შეგიძლიათ საგზაო წესების დარღვევა, მაგალითად სახიფათო სიტუაციების შექმნა ან გზის გადაკეტვა, რათა დაეწიოთ თქვენს ვსკ-ს ღონისძიების ან ქონვოის დროს საჯარო სერვერებზე.

თუ თქვენ ჩამორჩით თქვენს ვსკ-ს ღონისძიების ან ქონვოის დროს, თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ იცავთ ყველა წესს, თუ გინდათ, რომ დაეწიოთ თქვენს ვსკ-ს.

მაგალითად, თუ თქვენს და თქვენი ვსკ-ს შორის არის სატვირთო, თქვენ აპირებთ შემოუერთდეთ ვსკ-ს, თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ:

  • გადასწრება უსაფრთხო იქნება
  • საკმარისი დაშორებაა თქვენს და სხვა მოთამაშეს შორის უსაფრთხო გადასწრებისათვის
  • იცავთ ყველა საგზაო წესებს და არ მოქმედებთ სხვა მომხმარებლების მოძრაობაზე

§2 - ვსკ-ს ღონისძიებების წესები

§2.1 - ღონისძიების არასათანადოდ მართვა / ავტომობილების ბოროტად გამოყენება

ღონისძიების მმართველებს, "Pilot"-ის ფერის ავტომობილით მოსიარულე მოთამაშეებს ჩათვლით არ აქვთ უფლება აკონტროლონ მოძრაობის სიჩქარე, გადაკეტონ გზა ან იმოქმედონ როგორც თამაშის მოდერატორები. თქვენ არ გაქვთ უფლება ჩაატაროთ ღონისძიება იქ, სადაც ბევრი მოთამაშე იყრის თავს. ეს მოიცავს (მაგრამ არ ზღუდავს) კალეს, დუისბურგს, კალე-დუისბურგის გზას და მიმდებარე ტერიტორიას.

§2.2 - ვსკ არ უნდა ზემოქმედებდეს სხვა მომხმარებლებზე

ვსკ-ს ღონისძიებების და შეკრებების ჩატარებამ არ უნდა შეუშალოს ხელი სხვა მოთამაშეებს.

თუ ქონვოი გაიყო, ჩამორჩენილ მოთამაშეს უფლება აქვს შეეცადოს დაეწიონ ქონვოის (ყველა წესის გათვალისწინებით) ან ქონვოის დანარჩენ ნაწილს შეუძლია გაჩერდეს უსაფრთხო ადგილას და დაელოდოს სანამ არ დაეწევა ჩამორჩენილი მოთამაშე (თუ რა თქმა უნდა ეს უსაფრთხოა და არ არის წესების წინააღმდეგ).

§2.3 - ვსკ-ში ყოფნა არ გაძლევთ დამატებით პრივილეგიებს

საჯარო სერვერებზე ღონისძიებების ჩატარება არ გაძლევთ სხვა მოთამაშეებზე უფრო მეტ უფლებას, ყველა მოთამაშეს თანაბარი უფლებები აქვს გზების გამოყენებაზე.

დარწმუნდით, რომ თქვენ ემორჩილებით ყველა წესს და უთმობთ სხვა მომხმარებლებს, როდესაც ეს საჭირო არის (მაგალითად, დათმეთ გზა გზაჯვარიდინზე წრიული გზით)

§2.4 - ქონვოის მოძრაობა უსაფრთხო უნდა იყოს

მაგალითისთვის, თუ ვინმეს სურს, რომ გადაასწროს ქონვოის, მაშინ თქვენ უნდა შექმნათ უსაფრთხო სიტუაცია იმისთვის, რომ მისცეთ მას გადასწრების საშუალება - გამოყოთ სივრცე მოთამაშესთვის, რათა ის დაბრუნდეს საკუთარ ზოლში, როდესაც საფრთხე იჩენს თავს.

§3 - ვსკ-ს გვერდი

§3.1 -შექმენით ვსკ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მართლაც გყავთ კომპანია

თუ არ გყავთ ვსკ ან ხალხი ვირტუალური სატრანსპორტო კომპანიის შექმნისათვის, მაშინ თქვენ არ გაქვთ უფლება შექმნათ ვსკ ჩვენს სისტემაში.

§3.2 - დარწმუნდით, რომ ვსკ-ს ინფორმაცია არის შესაბამისი

ყველა ინფორმაციული ბლოკი (შეიცავს, მაგრამ არ არის ლიმიტირებული; ინფორმაცია, წესები, და მოთხოვნილებები) არ არის ნებადართული რომ გამოიყენოს შეურაცხმყოფელი სიტყვები. აგრეთვე არ უნდა იყოს რასისტული, დისკრიმინაციული, განხილვები / გამოხატვები (უკიდურესი) პოლიტიკური ხედვა, არალეგალური ან შეუსაბამო სიტუაციები. მსგავსი სიტუაციები არაა ნებადართული ბლოკში.

§3.3 - ვსკ-ს მესაკუთრეებს არ აქვთ სხვა ჩვეულებრივ მოთამაშეებზე მეტი უფლებები

ვსკ-ს მმართველები უნდა იცავდნენ TruckersMP-ის ყველა წესს. ყველაზე მთავარი წესი, რომლესაც უნდა იცავდნენ ისინი მოცემულია ქვემოთ: სხვა მომხმარებლების, TruckersMP-ის ადმინისტრაციის, პოლიტიკური ფიგურების იმპერსონაცია ან ისეტი ქცევა, რომელიც შეესაბამება თამაშის ადმინისტრაციას არ არის დაშვებული. ეს ეხება იმას, თუ როგორ დაგყავთ ავტომობილი, ლაპარაკობთ რაციაში, იყენებთ ავატარს, სატვირთოს ნომერს, ნიქნეიმს ან თეგს. მომხმარებლების ავატარები და სახელები არ უნდა იყოს შეუსაბამო და არ უნდა მოიცავნდნენ შეურაცხყოფას.

§3.4 - გარე ბმულები

ნებისმიერი ბმული რომელსაც მიამაგრებთ თქვენს ვსკ-ს ფროფილს აუცილებლად უნდა იყოს უსაფრთხო და არ უნდა შეიცავდეს მავნე შინაარს. ეს მავნე შინაარსი შეიძლება შეიზღუდოს, მაგრამ არ შემოიფარგლება: ნარკოტიკების, სხვა არალეგალური ნივთიერებების, პორნოგრაფიული ან სექსუალური შინაარსის ან სხვა სახის უკანონო საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი მითითება.

§3.5 - თქვენ არ უნდა გახადოთ თქვენი ვსკ სხვა ვსკ-ს ასლი

არ შეჰქმნათ ვსკ, რომელიც იქნება სხვა ვსკ-ს ასლი ან დუპლიკატი. თქვენ უნდა იყოთ განსხვავებული და გამორჩეული სხვებისგან.

§3.6 - ტექსტები და სურათები უნდა იყოს შესაბამისი

ყველა ტექსტი ან სახელი, აგრეთვე სლოგანები და თეგები არ უნდა შეიცავდნენ შეურაცხმყოფელ ან უწმაწურ სიტყვებს. ყველა ფოტოსურათი, ლოგო და გარეკანი უნდა იყოს უსაფრთხო სამუშაოდ.

§3.7 - ფოტოსურათები უნდა იყოს თქვენივე

დარწმუნებილი იყავით, რომ ყველა ფოტოსურათი, რომელიც ასახავს თქვენს ვსკ-ს არის ლიცენზირებული და დაცული საავტორო უფლებებით (არ უნდა იყოს მოპარული), იყავით კრეატიულები და წარმოადგინეთ საკუთარი მასალა.

§3.8 მიუღებელი რეკლამა

დაუშვებელია რეკლამა სტრიმებზე, ღონისძიებებზე.... რეკლამები რომლებიც არ ეხება TruckersMP, Eurotruck Simulator 2 ან American Truck Simulator 2. ეს ეხება ვსკ-ს გვერდზე გაკეთებულ პოსტებს სიახლეებზე.