ინფორმაცია კანდიდატებისთვის

Last update: 12 Aug 19:28 UTC
Short link to this article: https://truckersmp.com/kb/1035



მოგესალმებით ყველას!

ეს პოსტი გაკეთებულია მათთვის ვისაც სურს გაიგოს თუ როგორია აყვანის პროცესი და როგორ გახდეთ ჩვენი გუნდის თანამშრომელი. თუ თქვენ ჯერ არ გაგიგზავნიათ აპლიკაცია არ იჩქაროთ ამ პოსტში გაიგებთ როგორ გააგზავნოთ აპლიკაცია, რა მოთხოვნები გვაქვს, რა არის შემდეგი ნაბიჯი და როგორ დავწეროთ კარგი აპლიკაცია ასევე რატომ არ არის ცუდი, თუ თქვენ ვერ მიიღებთ სამუშაოს პირველივე ცდაზე.


სწრაფი მიმოხილვა და ძირითადი იდეები:

  • რას აკეთებს Human Resources გუნდი და რატომ?
  • რა კვალიფიკაცია და უნარები მჭირდება აპლიკაციის გაგზავნამდე?
  • როგორ მუშაობს აყვანის პროცესი?
  • როგორ მუშაობს აპლიკაციის სისტემა?
  • როგორ ხდება ინტერვიუ?
  • რაც შეეხება ინგლისურის ცოდნას
  • სად ვნახო მეტი ინფორმაცია?
  • როგორ მოვამზადო ჩემი თავი შესაბამისად?

დავიწყოთ მარტივი კითხვით: რას აკეთებს Human Resources?

არსებობს გარკვეული მოლოდინები, რომლებსაც თქვენ უნდა აკმაყოფილებდეთ.ტრეინინგის დასრულების შემდეგ,ზოგჯერ,ერთდროულად,მოგიწევთ მუშაობა ბევრ მოთამაშესთან ან ბევრ პროექტზე ერთდროულად. ამიტომ საჭიროა გარკვეული კვალიფიკაცია და მოთხოვნები. ეს არის მიზეზი იმისა თუ რატომ იკვლევს ჩვენი გუნდი კანდიდატებს აქვთ თუ არა შესაბამისი უნარები და მიიღოს სიამოვნება სამუშაოს შესრულებისას. თქვენ ასევე უნდა შეგეძლოთ გამკლავება ჩვენი მშაობის სტილთან, უნდა აკმაყოფილებდეთ აქტიურობის მოთხოვნებს და მოლოდინებს ჩვენ ასევე ვცდილობთ შევქმნათ ჯგუფი რომელიც პროექტებზე იმუშავებს ეფექტურად შესაბამისი კვალიფიკაციებით/უნარებით.

ტრეინინგებზე ჩვენ ვიჩენთ დიდ ძალისხმევას იმისათვის რომ შევქმნათ ყოველდღიური სამუშაოების სიმულაცია რა თქმა უნდა ეს ყველაფერი დაკავშირებულია დიდ დროსთან. ჩვენ ვრწმუნდებით იმაში რომ ტრეინინგი ჩატარებული იქნას წარმატებულად. რა თქმა უნდა ჩვენ ვცდილობთ ავიცილოთ სიტუაცია რომლის შედეგადაც თქვენი ტრეინინგი წარმატებით არ დასრულდება.

რადგან მოლოდინები შეიძლება მაღალი იყოს ჩვენ დეტალურად ვამოწმებთ კანდიდატებს იმაში დასარწმუნებლად რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის. გარდა ამისა ჩვენ ასევე გვაქვს მრავალი გუნდი რომლებსაც განსაკუთრებული მოთხოვნები აქვს როგორიცაა ამ სფეროში გამოცდილება და ასაკობრივი შეზღუდვა.


რა კვალიფიკაციები უნდა გქონდეთ იმისათვის რომ გუნდის ნაწილი გახდეთ

  • კონცენტრაციის ძალა: ეს ჩვენთან მუშაობისთვის ძალიან საჭირო და აშკარა მოთხოვნაა თუ თქვენ მუშაობთ ორ ან მეტ პროექტზე ერთდროულად, ეს ასე ხშირად იქნება. თქვენ ყოველთვის უნდა აკონტროლებდეთ ყველაფერს, იყოთ მობილიზებული და ა.შ.

  • ინფორმაციის შენახვა: როგორც ტრეინინგისას ასევე ტრეინინგის შემდეგ მაგალითად როდესაც მიიღებთ რჩევებს.

  • ინგლისურის ცოდნა: წერილობით საუბრისას თქვენ უნდა შეგეზლოთ ინგლისურის თავისუფლად გამოყენება. ეს არ ნიშნავს იმას რომ თქვენ უნდა იცოდეთ საშუალოზე მეტი ან იმას რომ ტესტის დაწერა მოგიწევთ მაგრამ თქვენ უნდა შეძლოთ გამოხატოთ თქვენი აზრი სხარტად და გარკვევით. ყველანაირი საუბარი თანამშრობლებს შორის იმართება ინგლისურ ენაზე ამიტომ მისი ხმარება მოგიწევთ ყოველდღიურად. თქვენ შეიძლება გყავდეთ ლიდერი/მენეჯერი რომელიც თქვენ ენაზე საუბრობს მაგრამ ჩვენ ველით რომ თქვენ ინგლისურად პასუხებს უპრობლემოდ გაგვცემთ. ეს ასევე მოგვიანებით იქნება აღწერილი.

  • მულტიტასკინგი: ზოგ სიტუაციაში თქვენ მოგიწევთ რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთება, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და სწორად გაუმკლავდით მათ. თქვენ ალბათ შეამჩნიეთ რომ ჩვენი თამაში პოპულარულია და ხალხის რაოდენობა რეგულარულად ემატება. რა თქმა უნდა ეს რაოდენობა ყოველდღიურად იცვლება და თქვენ უნდა შეგეძლოთ ამ დინამიკის მართვა.

  • ორგანიზაციის უნარი: ზოგჯერ მოგიწევთ რომ ბევრ რამეზე ერთდროულად იმუშაოთ ამიტომ თქვენ უნდა იცოდეთ როგორ ააგოთ თქვენი სამუშაოები, მუშაობის გზა და სწავლის სტილი.

  • მოტივაცია მიღწევებისაკენ: თქვენ დაინტერესებული ხართ მიზნების მიღწევაში და დავალებების სრულყოფილად შესრულებაში. თქვენ გაქვთ მიზანი რომ ყველაფერი რასაც აკეთებთ იყოს მაღალი ხარისხის და რაოდენობა თქვენთვის ბევრს არ ნიშნავს.

  • მოტივაცია: თქვენ უნდა მოემზადოთ პოზიციისთვის და აჩვენოთ საკმარისი მოტივაცია. გთხოვთ იხილოთ ფორუმზე მოცემული გუნდის სტრუქტურა, მოთხოვნები და თავისუფალი პოზიციები.

  • გაწონასწორებული პიროვნება: ჩვენ ვეძებთ გაწონასწორებულ პიროვნებებს. თუ თქვენ გადახედავთ ჩვენ თანამშრომლებს ნახავთ რომ მათ უმეტესობას აქვს დაბალანსებული პიროვნებები და ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვეძებთ.

  • გუნდური მუშაობა: ძალიან მნიშვნელოვანი! ჩვენი თანამშრომელები ყოველთვის ერთად მუშაობენ და ისინი უნდა ენდობოდნენ ერთმანეთს. ხშირად სამუშაო იყოფა თანამშრომლებს შორის მაგრამ საჭიროა კომუნიკაცია საჭიროა მიზნების მისაღწევად

ზემოთ ხსენებული უნარები ძალიან მოთხოვნადია და ზოგჯერ თქვენ არ იცით გაქვთ თუ არა შესაბამისი უნარები რადგან მათი ასეთი კომბინაცია რეგულარულად არ გჭირდებათ.


როგორ მუშაობს აყვანის პროცესი?

  • თქვენ აგზავნით აპლიკაციას ჩვენ ვებ-გვერდზე.

  • ჩვენ ვამოწმებთ თქვენ ანგარიშს და აპლიკაციას ჩვენი ძირითადი მოთხოვნების გათვალისწინებით.

  • თუ თქვენ აკმაყოფილებთ ყველა მოთხოვნებს მაშინ თქვენი აპლიკაცია მოინიშნება როგორც “Under review” (განხილვის ქვეშ) და შემდეგ განიხილება იმ გუნდის მენეჯერების მიერ რომელზეც გააგზავნეთ აპლიკაცია.

  • გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ჩვენ ან ვუარყოფთ თქვენ აპლიკაციას ან გიგზავნით მოწვევას პირველ ინტერვიუზე რომელსაც ჩაატარებს ორი HR-ის წევრი. ამ ინტერვიუში ჩვენ შევამოწმებთ კვალიფიკაციას და სამუშაოს მიმართ მოტივაციას.

  • მეორე ინტერვიუს ჩაატარებს HR და გუნდის მენეჯმენტი რომელშიც გინდათ მოხვედრა. ჩვენ გვინდა ვნახოთ რომ შეეფერებით ამ გუნდს და ის რომ გუნდისთვის სასარგებლო ხართ.

  • თუ ჩვენ დავრწმუნდით თქვენ შესაძლებლობებში ჩვენ გავაგრძელებთ პროცესს. ამის შემდეგ ზოგი გუნდი ითხოვს ტრეინინგის ჩატარებას ზოგი კი არა. ზოგჯერ თქვენ დაგჭირდებათ ტესტის ჩაბარება სადაც იმიტირებული იქნება ყოველდღიური სიტუაციები.

  • ტრეინინგის დამთავრებისთანავე თქვენ დაწინაურდებით გუნდის სრულყოფილ წევრად ზოგ გუნდს აქვს საცდელი პერიოდები რომელიც გრძელდება რამდენიმე კვირა ამის შემდეგ კი თქვენ მოიპოვებთ ყველა შესაბამის უფლებას. ამ საცდელი პერიოდის განმავლობაში თქვენი საქმიანობა შესწავლილი იქნება და თქვენ მიიღებთ რჩევებს თუ როგორ შეგიძლიათ გაუმჯობესება. როგორც კი ჩვენი გუნდის სრულყოფილი წევრი გახდებით თქვენი სამუშაო კვლავ რეგულარულად შემოწმდება თქვენი გუნდის ლიდერების ან მენეჯერბის მიერ და ხშირად მიიღებთ სამუშაოს შესახებ გამოხმაურებას.

სად ვიპოვო კონკრეტული გუნდის მოთხოვნები?

პირველ რიგში საჭიროა იცოდეთ თუ როდის შეიძლება აპლიკაციის გაგზავნა. ამის შემოწმება შეიძლება აქ https://truckersmp.com/recruitment და https://forum.truckersmp.com/index.php?/forum/211-recruitment/ ორივე ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ რომელ პოზიციებზე გვჭირდება ხალხი და კონკრეტული გუნდის მოთხოვნები. თქვენ უბრალოდ უნდა გახსნათ გვერდი და ამოირჩიოთ თქვენთვის სასურველი გუნდი და წაიკითხოთ პოზიციის აღწერა ყველა საჭირო ინფორმაციით.

რა მოთხოვნები გვაქ ანგარიშის მიმართ?

  • თქვენ არ უნდა გქონდეთ აქტიური ბანი და არა უმეტეს 3 ბანი ჯამში ასევე კარგი ქცევა სხვა პლატფორმებზეც (როგორიცაა Discord ან ჩვენი ფორუმი). ეს მართლა ნიშნავს ჯამში 3 ბანს ჩვენ გამონაკლისს არ გავაკეთებთ გამონაკლისს თუ არ იქნება განსაკუთრებული გარემოებები. მიზეზი უბრალოდ ის არის რომ თქვენ როგორც თანამშრომლების წარმომადგენლები თქვენ ჩვენი პროექტის სახე ხართ და მოთამაშეებმა მაგალითი თქვენგან უნდა აიღონ. ჩვენ ხშირად გვეკითხებიან აქტიური ბანის განმარტებას: ბანის გასვლიდან 12 თვეში ბანის ფერი გადაიცვლება მწვანიდან ყვითელზე რაც ნიშნავს რომ ბანი უმოქმედო გახდა (ამის შემოწმება შეგიძლიათ თქვენ TruckersMP პროფილზე).

  • თუ თქვენ ხართ სხვა ანგარიშის პატრონი რომელსაც აქტიური ან 3-ზე მეტი ბანიაქ ჩვენ ვუარყოფთ თქვენ აპლიკაციას.

  • თქვენ უნდა იყოთ TruckersMP-ის წევრი მინიმუმ 12 თვის განმავლობაში და იყოთ დარეგისტრირებული ფორუმზე აპლიკაციის გაგზავნამდე მინიმუმ 1 თვით ადრე.

  • აქტიურობის გამოვლინება ფორუმზე ან Discord-ზე აუცილებელია (საზოგადოებასთან ურთიერთობა). თქვენი ინგლისური ენის ცოდნა აქაც არ უნდა იყოს ნაკლიანი.

  • თქვენ უნდა დააკმაყოფილოთ გუნდის სპეციფიკური მოთხოვნები თქვენი ანგარიშის/პროფილის შესახებ მაგ. Forum Moderator-ზე აპლიკაციის გაგზავნისას მოგეთხოვებათ ფორუმზე მაღალი აქტიურობა.


თუ თქვენ გაგიჩნდათ კითხვები არ მოგერიდოთ, დაუკავშირდით Human Resources გუნდს feedback-ის მეშვეობით ან გამოაგზავნეთ შეტყობინება ფორუმზე ან Discord-ზე.


რაც შეეხება ინგლისურის ცოდნას

ჩვენი პირველი რჩევაა იყოთ გულწრფელი რამდენად კარგად იცით ინგლისური. თქვენ თავისუფლად უნდა შეგეძლოთ კომუნიკაცია მიმოწერისას და არ უნდა გჭირდებოდეთ ყველაფრისთვის თარჯიმანი. რამდენიმე სიტყვის მოძებნა პრობლემას არ წარმოადგენს. თქვენ არ გჭირდებათ ინგლისურად საუბარი რადგან უმეტესობა გუნდში აუცილებელი არ არის ხმოვან ჩატებში საუბარი. ჩვენ დავაფასებთ თუ თქვენ აპლიკაციაში რამდენიმე წინადადებას დაამატებთ ინგლისურის ცოდნაზე, მაგალითად რამდენი ხანია გაქვთ/გქონდათ ინგლისური სკოლაში, გაქვთ თუ არა ინგლისურის სერთიფიკატი, სად ისწავლეთ ინგლისური და როგორ შეაფასებდით მის ცოდნას (შეაფასეთ 1-5 შკალაზე ან წარმოადგინეთ ინგლისურის დონე კემბრიჯის სტანდარტებით). ეს იქნება ენა რომელიც პირველივე დღიდან უნდა გამოიყენოთ.


როგორ მუშაობს აპლიკაციის სისტემა?

form

რა თქმა უნდა თქვენ უნდა შეიყვანოთ თქვენი სახელი, სად ცხოვრობთ და თქვენი სასაათო სარტყელი. გარდა ამისა თქვენ უნდა შეაფასოთ ენის ცოდნა როგორც ნახსენებია ზემოთ. ამის შემდეგ თქვენ უპასუხოთ კითხვას თქვენს შესახებ. აქ შეგიძლიათ აღნიშნოთ ის რასაც ფიქრობთ რომ მნიშვნელოვანია მაგალითად თქვენი კარიერა, რომელ კლასში ხართ, თქვენი ყოველდღიური ცხოვრება, თქვენი მახასიათებლები, რადგან თქვენს შესახებ ცოტაოდენი შევიტყოთ. შემდეგი კითხვები ეხება იმ თანამდებობას რომელზეც აგზავნით აპლიკაციას, განსაკუთრებით თქვენი მოტივაცია, გამოცდილება, რა დროის დათმობა შეგიძლია გუნდისთვის, რა ინფორმაცია გაქვთ ამ როლის შესახებ და ა.შ. თქვენ ამ კითხვებს მაქსიმალურად დეტალურად უნდა უპასუხოთ რადგან ეს კითხვები საკმაოდ მნიშვნელოვანია. აპლიკაციის ბოლოს თქვენ ასევე ნახავთ სიტუაციას თქვენი მომავალი პოზიციის შესახებ იმისათვის რომ ვნახოთ თუ რამდენი იცით ზოგ სიტუაციაზე, როგორ მოაგვარებთ პრობლემას, გაქვთ თუ არა შესაბამისი უნარები და ა.შ. ჩვენ აპლიკაციას განვიხილავთ რაც შეიძლება მალე და რამდენიმე კვირაში მიიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. თუ თქვენ შემდეგ ეტაპამდე მიაღწევთ, თქვენი აპლიკაცია განთავსდება ლოდინის სიაში განუსაზღვრელი დროით. როდესაც მოვიცლით თქვენთან ერთად დავნიშნავთ ინტერვიუს. ჩვენ არ გვინდა ამ თემაზე მეტი ვილაპარაკოთ რადგან ამ ეტაპზე გადასვლისთანავე თქვენ მიიღებთ ყველა საჭირო ინფორმაციას.


რა ხდება ინტერვიუს დროს?

უპირველეს ყოვლისა თქვენ მოწვეული იქნებით პირველ ინტერვიუზე, რომსაც ჩაატარებს Human Resources-ის გუნდის ორი წევრი მიმოწერის მეშვეობით. ჩვენ შევამოწმებთ თქვენს შესაძლებლობებს და შევეცდებით თქვენ უკეთ გაცნობას. კითხვები რომლებიც დიდი ალბათობით სეგხვდებათ - "გთხოვთ გვიამბოთ თქვენ ძლიერ და სუსტ მხარეებზე" ან "რატომ უნდა აგირჩიოთ თქვენ და არა ვინმე სხვა?". ახლა კი თქვენი საქმეა იყოთ გულწრფელი მაგრამ მოგვაწოდეთ კარგი პასუხები რომლებიც ჩვენ მოლოდინებს აკმაყოფილებს. თქვენ არ უნდა მოიძიოთ პასუხი ინტერნეტში მაგრამ ზოგჯერ სასარგებლოა რომ წინასწარ იფიქროთ ხშირად დასმულ შეკითხვებზე. პასუხების გასაცემად თქვენ გექნებათ საკმარისი დრო მაგრამ, თუ თქვენ წინასწარ არ მოემზადეთ შეიძლება პასუხების გაცემა გაგიჭირდეთ.

ჩვენ ეს პირადი გამოცდილებიდან ვიცით: თუ თქვენ არ იცით კითხვაზე რა უპასუხოთ და მისი ძებნა დაიწყეთ მხოლოდ იმიტომ რომ მასზე პასუხი გქონდეთ, მსგავსი პასუხი დამაჯერებელი არავისთვის იქნება. თქვენ პირვონებასთან დაკავშირებით სხვა შეკითხვებიც იქნება ამიტომ გირჩევთ რომ წინასწარ მოიფიქროთ იდეები თუ რისი თქმა გსურთ. ინტერვიუს დროს თქვენ თავზე დიდხანს ფიქრი არ უნდა დაგჭირდეთ, მნიშვნელოვანი ინფორმაცია წინასწარ უნდა იცოდეთ შემდეგ კი პასუხი ჩვენ წარმოგვიდგინოთ. ეს არის მაგალითი იმისა თუ როგორი შეიძლება იყოს პირველი ინტერვიუ, რა თქმა უნდა ჩვენ გკითხავთ პოზიციაზე რომელზეც გააგზავნეთ აპლიკაცია და რატომ ხართ გუნდისთვის სასარგებლო. ინტერვიუს ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენზე მაგრამ დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდება.

ინტერვიუს შემდეგ, Human Resources გუნდი თვალს გადაავლებს თქვენ აპლიკაციას და ინტერვიუს რის შედეგადაც გამოიტანენ საბოლოო გადაწყვეტილებას. თუ მათ ყველაფერი მოეწონათ თქვენ მიწვეული იქნებით მეორე ინტერვიუს რომელსაც გუნდის მენეჯერები და ერთი HR-ის წევრი ჩაატარებს. მენეჯერებს სურთ თქვენი უკეთ გაცნობა და აუცილებლად დასვამენ კითხვებს გუნდის შესახებ. მაგალითად ინტერვიუს დროს შეიძლება კიდევ ერთი სიტუაცია წარმოგიდგინონ. ინტერვიუს ხანგრძლივობა ისევ თქვენზეა დამოკიდებული მაგრამ დაახლოებით ერთი საათი დაგჭირდებათ. ასევე შეგხვდებათ კითხვები თქვენ შესახებ რადგან ჩვენ გვინდა შევამოწმოთ რამდენად შესაფერისი ხართ გუნდისთვის. ხართ ისეთი პიროვნება რომელსაც არგუმენტირებული კრიტიკით შეგიძლიათ მუშაობა? რომელს ანიჭებთ უპირატესობას მარტო მუშაობას თუ გუნდურად? და ა.შ.

ინტერვიუს დასრულების შემდეგ ჩვენ განვიხილავთ თქვენ აპლიკაციას და ინტერვიუს, თუ ყველაფერი რიგზეა თქვენ მოგივათ მესიჯი “Welcome on board!” და ჩვენ გავაგრძელებთ აყვანის პროცესს. ამის შემდეგ თქვენ გაივლით ტრეინინგს და საცდელ პერიოდს რომლის დროსაც თქვენი სამუშაო შემოწმდება გუნდის ლიდერების მიერ. თქვენ უნდა დაამტკიცოთ, რომ თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელსაც ვეძებდით და მას შემდეგ რაც მენეჯერები იტყვიან რომ მზად ხართ თქვენ დაწინაურდებით სრულ პოზიციაზე ყველა საჭირო ნებართვით.

ჩვენ ასევე გვინდა ვთქვათ რომ, აპლიკანტებს შორის არანაირი კონკურენცია არ არსებობს. ჩვენ ყოველთვის გვინდა რომ თქვენ ერთად იმუშაოთ და არა ერთმანეთის წინააღმდეგ. ყველაფერი არ არის დამოკიდებული იმაზე რომ ნებისმიერი ხერხით ყველაზე უკეთესი იყოთ რადგან თქვენ გუნდურად ვეღარ იმუშავებთ. TruckersMP ნიშნავს გუნდურ მუშაობას.

როგორც ზევით უკვე ვახსენეთ ზოგი გუნდი ტრეინინგების შემდეგ ითხოვს ტესტის ჩაბარებას სადაც ზოგჯერ მოგიწევთ კრეატიულად უპასუხოთ ან უპასუხოთ კითხვებს ყოველდღიურ საქმესთან დაკავშირებით რათა დავრწმუნდეთ რომ ყველაფერი კარგად გაიგეთ. თქვენ გექნებათ საკმარისზე მეტი დრო ყველა პასუხისთვის და თუ თქვენ რამეში არ იქნებით დარწმუნებული, ყოველთვის შეგიძლიათ ჰკითხოთ გუნდის ლიდერს. თუ ტესტს ჩააბარებთ, დაწინაურებული იქნებით თქვენი მენეჯერის მიერ.


როგორ მოვამზადო ჩემი თავი შესაბამისად?

ზემოთხსენებულის წაკითხვის შემდეგ ალბათ გიჩნდებათ კითხვა როგორ მოვამზადო ჩემი თავი ამ ყველაფრისთვის. უპირველეს ყოვლისა გაეცანით თუ როგორ მუშაობს აყვანის პროცესი. შემდეგ კი შეგიძლიათ გამოიყენოთ feedback-ი ან გამოაგზავნოთ პირადი მესიჯი. ჩვენ არანაირ უაზრობას არ გიპასუხებთ რადგან ჩვენ ინტერესებში შედის თქვენი გუნდში გაწევრიანება. გარდა ამისა თავს ნუ გაიგიჟებთ.

ჩვენ ვიცით რომ დადის ჭორები გუნდის ყოფილი წევრებისგან მაგრამ თუ თქვენ მართლა გაინტერესებთ თქვენ თავზე გამოსცადეთ. ჩვენ გვინდა რომ თქვენ გუნდის წევრობით ისარგებლოთ და ეს ჭორები კი მხოლოდ დაგაბნევთ. ყველაფერი უფრო მარტივია თუ ბევრს არ ინერვიულებთ და ცივი გონებით მიუდგებით. მნიშვნელოვანია რომ ინტერვიუსთვის წინასწარ მოემზადოთ მაგალითად საიტები უფასო ინფორმაციით ან პიროვნების ტესტებით. ანალოგიურად მოამზადეთ ინგლისურის ცოდნა. ინგლისური არის ერთ-ერთი უნარი რომლის მომზადება თქვენით შეგიძლიათ და პატიოსნად შეაფასოთ საკუთარი თავი. გამოიყენეთ შესაძლებლობა გაეცნოთ ინფორმაციას ჩვენს პოზიციებზე.

გაეცანით პოზიციების აღწერილობებს, დაგვიკავშირდით, დაუკავშირდით იმ პოზიციის წევრებს, რომელზეც თქვენ გააგზავნეთ აპლიკაცია, ვისაც შეუძლია გითხრათ თავიანთ გამოცდილებაზე და ა.შ. ჩვენ ყოველთვის მოხარულნი ვართ მოგაწოდოთ ინფორმაცია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.


მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყურადღებისთვის და გამოყოფილი დროისთვის. თუ თქვენ დაგებადათ რაიმე კითხვა დაგვიკავშირდითfeedback-ის მეშვეობით ან გამოგვიგზავნეთ პირადი მესიჯი ფორუმზე ან Discord-ზე. ჩვენ ყოველთვის მოხარულნი ვართ გავცეთ თქვენ კითხვებს პასუხი.

მადლობა კითხვისთვის, ისიამოვნეთ თქვენი დღით და წარმატებებს გისურვებთ!