This article is outdated!

This article has not been updated to its original version! For the most recent information, forward yourself to the original article: How to install ProMods Europe for TruckersMP

როგორ დავაყენოთ ProMods ევროპა TruckersMP-სათვის


Last update: 29 Apr 2021 23:25 UTC
Short link to this article: https://truckersmp.com/kb/1259



მოცემული დაწვრილებითი ინსტრუქცია გასწავლით იმას, თუ როგორ უნდა დააყენოთ ProMods ევროპის მოდი Euro Truck Simulator 2-სთვის ჩვენი ProMods-ის სერვერებზე სათამაშოდ.

აუცილებელია: თქვენ უნდა ფლობდეთ აქ ჩამოთვლილ ყველა DLC-ს, რათა ითამაშოთ ProMods ევროპა! ასევე, World of Trucks-ის სამუშაოები შეიძლება არ მუშაობდნენ გამართულად ProMods-ზე. ჩვენ ამას ვერ გამოვასწორებთ.

თუ თქვენ აქამდე გითამაშიათ ProMods ევროპა სინგლფლეიერში, გესაჭიროებათ დარწმუნდეთ მხოლოდ იმაში, რომ ბოლო ვერსია გიყენიათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ProMods-ის სერვერზე შესვლილას მიიღებთ შეცდომის შეტყობინებას, რომლის მიხედვითაც მოდიფიკაციის ფაილები ვერ მოიძებნა.

პირველი ნაბიჯი

გადადით მოცემულ ბმულზე https://www.promods.net და შექმენით ანგარიში, ან შედით თქვენს ანგარიშში თუ შექმნილი გაქვთ უკვე.

ProModsInstallationStep1

მეორე ნაბიჯი

გადადით https://www.promods.net/setup.php?game=ets ბმულზე. ვებ-გვერდი მოგთხოვთ ენის არჩევას და "def" ფაილის შექმნას. მოცემული ფაილის ყველა პარამეტრი არ გამოიყენება მულტიფლეიერში.

ProModsInstallationStep2.1

ProModsInstallationStep2.2

მესამე ნაბიჯი

აირჩიეთ სასურველი ვარიანტი იმისა, თუ როგორ გინდათ გადმოიწეროთ ProMods ევროპა. ფასიანი (სწრაფი) ვარიანტი საშუალებას მოგცემთ მოდების ფაილები ერთად გადმოწეროთ მეტად სწრაფად, ვიდრე ამას უფასო (ნელი) ვარიანტი გთავაზობთ. თუ თქვენ აირჩევთ ნელ ვარიანტს, მოგიწევთ ყოველი ფაილი ცალკე გადმოიწეროთ.

აუცილებლად ამოაარქივეთ გადმოწერილი ფაილები. ფაილების ამოარქივების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ აქ.

გაითვალისწინეთ, რომ Middle-East Add-On Pack-ის მხარდაჭერა გვაქვს. თუმცა, იგივეს ვერ ვიტყვით Trailer and Company Pack-ზე. შეიძლება ამის მხარდაჭერაც დავამატოთ მომავალში.

ProModsInstallationStep3

მეოთხე ნაბიჯი

როგორც კი გადმოიწერთ ProMods-ის ფაილებს, გადადით მოდის ფოლდერში, რომელიც Euro Truck Simulator 2-ის ფოლდერში იმყოფება და გადაიტანეთ შიგ გადმოწერილი მოდის ფაილები. თამაშის მონაცემების ფაილი ხშირ შემთხვევაში დოკუმენტების ფოლდერშია თუ თქვენ არ მიუთითეთ სხვა მისამართი.

არავითარ შემთხვევაში არ გადაიტანოთ მოდის ფაილები TruckersMP-ს მოდის ფოლდერში. თქვენ უნდა შექმნათ მოდის ფოლდერი Euro Truck Simulator 2-ის ფოლდერში.

არ შეცვალოთ ProMods-ის ნებისმიერი ფაილის სახელი, წინააღმდეგ შემთხვევაში TruckersMP-ის ლაუნჩერი ვერ აღიქვამს ფაილებს.

ProMods Folder

გაითვალისწინეთ, რომ TruckersMP-ის საკუთარი მოდების მენეჯერი ჰყავს და ამიტომაც თამაშში მოდების მენეჯერში მოდები არ გამოჩნდებიან.

მეხუთე ნაბიჯი

ჩართეთ TruckersMP-ის ლაუნჩერი, აირჩიეთ Euro Truck Simulator 2 და შეუერთდით სერვერს ProMods-ის ლოგოთი. გაითვალისწინეთ, რომ ჩატვირთვას შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს. Euro Truck Simulator 2 გაჩვენებთ შეცდომას "Missing modifications detected". დააჭირეთ “Load Anyway” ღილაკს და ProMods ჩაირთვება.

თუ თქვენ აირჩევთ ProMods-ის სერვერს, მაგრამ მიიღებთ შეცდომას, თქვენ მოგიწევთ წაიკითხოთ შეცდომის მიზეზი და გამოასწოროთ იგი. თუ თქვენ ვერ აგვარებთ მაგ პრობლემას, შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს მხარდაჭერის გუნდს მოცემულ ბმულზე https://truckersmp.com/support/ticket/create

ProModsServer

თხოვნა იქნება გაითვალისწინოთ, რომ ProMods-ის ფაილების გაზიარება მკაცრად აკრძალულია! ეს პროგრამული უზრუნველყოფის პირატობაა და სისხლის სამართლის დანაშაული. ასევე, ეს ჩვენი TruckersMP-ის წესების წინააღმდეგ არის.