ბანზე ჩივილი


Last update: 20 Jun 2020 20:53 UTC
Short link to this article: https://truckersmp.com/kb/992



წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული მანამ სანამ გააგზავნით ბანზე ჩივილს

არ გააგზავნოთ feedback-ი თუ ერთი ან მეტი მოცემული წინადადებებიდან ჭეშმარიტია

  • თქვენი აპელაცია ჯერ კიდევ გახსნილია და იმყოფება პასუხის მოლოდინში;
  • თქვენი აპელაცია ჯერ არ დახურულა;
  • თქვენ გინდათ ბანის მოხსნა. გაითვალისწინეთ რომ სწორად დადებული ბანები არ მოშორდება

§5.3 გასაჩივრება და საჩივარის გაგზავნა (Appealing and filing a complaint)

[...] თუ თქვენ დაგედოთ ბანი, უფლება გაქვთ გაასაჩივროთ იგი მოცემულ ლინკზე https://truckersmp.com/appeals. თუ თქვენ თვლით, რომ თქვენი გასაჩივრება არ შემოწმდა ისე როგორც საჭიროა, შეგიძლიათ უჩივლოთ თამაშის ადმინისტრატორს Feedback სისტემის საშუალებით. თქვენ ჯერ უნდა მიიღოთ პასუხი თქვენი ბანის გასაჩივრებაზე და მხოლოდ ამის შემდგომ დაუკავშირდეთ Feedback-ს. Feedback სისტემა თქვენი ბოლო შესაძლებლობაა ბანის გასაჩივრებისას. Feedback სისტემიდან მოსული პასუხი საბოლოო არის და მისი გასაჩივრება შეუძლებელია. Feedback-ის სისტემისბოროტად გამოყენება შეიძლება გადაიზარდოს ბანში. ბანის მტკიცებულებები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ბანის პერიოდის მთლიან ხანგრძლივობაზე და დამატებითად ერთი თვე. თქვენ არ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ადმინისტრაციას ბანის მოხსნის ერთი თვის შემდეგ.[...]

გაითვალისწინეთ რომ feedback-ის სისტემიდან მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და შეუძლებელი სხვა ხერხით აპელაცია. თუ საბოლოო გადაწყვეტილება Game Manager-მა მიიღო თქვენ არ გაქვთ უფლება გააგზავნოთ კიდევ ერთი მოთხოვნა ბანის განხილვის შესახებ. ზემოთ მოცემული წესი აღნიშნავს იმას რომ feedback ის სისტემის არასწორი მოხმარების შემთხვევაში თქვენ დაბლოკილი იქნებით ამ სისტემიდან.


1 ნაბიჯი

საჩივარის გაგზავნამდე თქვენ უნდა დარწმუნდეთ რომ ბანის აპელაცია უკვე დახურულია [Declined, Modified, Accepted]. გაითვალისწინეთ რომ ჩვენ ვერაფერს ვიზავთ მანამ სანამ თქვენი აპელაცია ღიაა. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ზევით მოცემული წესი.


2 ნაბიჯი

თუ თქვენ ფიქრობთ რომ დადებული ბანი არასწორია მას შემდეგ რაც აპელაცია დახურეს თქვენ უნდა გადახვიდეთ feedback system-ში.


3 ნაბიჯი

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულს ამოირჩიეთ Game Moderation Management როგორც ქვემოთაა ნაჩვენები


4 ნაბიჯი

ამოირჩიეთ ენა თუ თქვენ არ იცით ინგლისური Game Management-ის მიერ მხარდაჭერილი ენები: იტალიური, გერმანული, ტურქული და ინგლისური.


5 ნაბიჯი

თუ შესაძლებელია მოგვაწოდეთ ვიდეო რომელიც ხსნის თუ რატომ არის თქვენი ბანი არასწორი. თუ თქვენ ვიდეო არ გაგაჩნიათ იმის შანსი რომ ბანი აგეხსნათ ნულთან ახლოსაა. თქვენი პერსპექტივის ჩვენება ძალიან გვეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში. აუცილებლად დეტალურად აღწერეთ მიზეზი თუ რატომ უნდა მოგეხსნათ ბანი.


6 ნაბიჯი

მას შემდეგ რაც ყველაფერი მოგაწოდეთ, დააჭირეთ გაგზავნის ღილაკს და დაელოდეთ Game Manager, რომ გაუმკლავდეს თქვენს ბილეთს

Tags

Author

lukabrazi's avatar

lukabrazi

Hello there