This article has not been updated to its original version! For the most recent information, forward yourself to the original article: How to use the ban appeal system & FAQ
Last update: 05 May 2020 18:38 UTC
Short link to this article: https://truckersmp.com/kb/928
საიტზე შემოსვლისას თქვენ დაინახავთ წითელ შეტყობინებას რომელიც გაცნობებთ თქვენი აქტიური ბანის შესახებ მიზეზს, მტკიცებულებას, ბანის ხანგრძლივობა და ღილაკს რომელიც სააპელაციო სისტემაში გადადის
მიმოიხილეთ მტკიცებულება და ნახეთ თუ არის ბანი სამართლიანი. თუ ბანი სამართლიანია გირჩევთ არ გაასაჩივროთ თქვენი ბანი, რადგან ჩვენ სამართლიან ბანებს არ ვაშორებთ.
თუ ფიქრობთ რომ თქვენი ბანი სამართლიანი არაა დააჭირეთ ყვითელ ღილაკს წარწერით "Appeal your ban".
ამ გვერდზე თქვენ ხედავთ მიმდინარე ბანებს. მარჯვენა მხარეს თქვენ დაინახავთ ღილაკს წარწერით "Appeal this ban"- დააჭირეთ.
გთხოვთ ახსნათ რატომ არის ბანი არასამართლიანი და თუ რატომ უნდა მოგეხსნათ. თუ თქვენ გაქვთ ინციდენტის ვიდეო, ატვირთეთ Youtube-ზე ან ნებისმიერ პლატფორმაზე და გააზიარეთ ვიდეოს ბმული აპელაციაში. დეტალურად აღწერეთ რა მოხდა ინციდენტის დროს და რატომ არ არის ბანი სამართლიანი. ამ ყველაფრის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს წარწერით "Submit appeal".
ახლა კი დაელოდეთ თამაშის მოდერატორს. გასპამვა და არასაჭირო ნივთების ატვირთვა არც დაგეხმარებათ და არც ააჩქარებს პროცესს.
ხშირად დასმული კითხვები
კითხვა: ბანის აპელაცია რამდენიმე საათის წინ გავაგზავნე მაგრამ პასუხი ჯერ არ მიმიღია.
პასუხი: აპელაციების დიდი რაოდენობის გამო თამაშის მოდერატორს პასუხის გასაცემად შეიძლება დიდი დრო დაჭირდეს. თუ 3 დღის განმავლობაში არ მიიღებთ პასუხს, თქვენ შეგიძლიათ გადახვიდეთ Feedback Systemდა გააგზავნოთ საჩივარი თანამშრომელზე.
კითხვა: ბანი დამადეს მაგრამ სად არის მტკიცებულება?
პასუხი: თუ თქვენ თამაშში ყოფნისას დაგედოთ ბანი, თანამშრომელს მტკიცებულების ასატვირთად შეიძლება დიდი დრო დაჭირდეს. თუ თქვენ მისი ნახვა გსურთ, გააგზავნეთ აპელაცია და მოითხოვეთ მტკიცებულება.
კითხვა: ჩემი ბანი სამართლიანია მაგრამ შემიძლია გავასაჩივრო?
პასუხი: კი და არა. თქვენ შეგიძლიათ ბანის გასაჩივრება მაგრამ შანსი რომ ბანი მოიხსნას ან შემსუბუქდეს ძალიან მცირეა.
კითხვა: მე მსურს ერთი თვის წინ დადებული ბანი გავასაჩივრო, კიდევ მაქვს შანსი?
პასუხი: თქვენ არ გაქვთ შესაძლებლობა გაასაჩივროთ ერთი თვის წინ დადებული ბანი. იხილეთ წესები კონკრეტულად §5.3.
კითხვა: ბანი ახსნილი უნდა მქონდეს მაგრამ მაინც მადევს
პასუხი: თუ თქვენ სხვა სასაათო სარტყელში ცხოვრობთ და პარამეტრები ჯერ არ შეგიცვლიათ, მაშინ პირველ რიგში ეს უნდა ქნათ ან გამოთვალოთ თქვენი სასაათო სარტყელის მიხედვით. თქვენი სასაათო სარტყელის მიხედვით, ზუსთი ვადის გასვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს.